top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

„ინფიცირების რაოდენობა საყურადღებოა“ - გიორგი ფხაკაძე ბავშვებში დაუდგენელი ჰეპატიტის გარცელებაზე

20/04/20224

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ახალი ტიპის ჰეპატიტზე წერს, რომელიც ბავშვებში ევროპასა და აშშ-შია გავრცელებული. ფხაკაძის პოსტს ჩვენ უცვლელად გიზიარებთ:

„ახალი, დაუდგენელი ტიპის ჰეპატიტი დაფიქსირდა ბრიტანეთში, დანიაში, ირლანდიაში, ჰოლანდიაში, ესპანეთში და შეერთებულ შტატებში. ეს არ არის A, B, C, D და E ტიპის ვირუსული ჰეპატიტი. ეს ინფორმაცია ცირკულირებს სამეცნიერო საზოგადოებაში უკვე 3-4 კვირაა, მაგრამ დღემდე ამ ბავშვებში ჰეპატიტის ზუსტი მიზეზი უცნობია. ჯერჯერობით ინფიცირების რაოდენობა არ არის საგანგაშო, მაგრამ საყურადღებოა.

პრაქტიკული რჩევები მშობლებს:

არავითარი პანიკა; დააკვირდით ბავშვს, სიყვითლე ხომ არ აღენიშნება კანზე ან თვალებში; მუქი შარდი; ნაცრისფერი განავალი; კანის ქავილი; კუნთების და სახსრების ტკივილი; მაღალი სიცხე; ბავშვი გრძნობს თავს შეუძლოდ. ბავშვი გრძნობს დაღლილობას; მადის დაკარგვა; ტკივილი მუცლის არეში. გირჩევთ, გქონდეთ მუდმივი კავშირი თქვენს პედიატრთან. ჯანმრთელობას გისურვებთ…“, – წერს ფხაკაძე.

ფხაკაძე სტატუსს სტატიის ბმულსაც ურთავს, სადაც წერია, რომ 2022 წლის იანვრიდან დიდ ბრიტანეთი ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტო 74 შემთხვევის შესახებ არის ინფორმირებული.

ბავშვებში მძიმე ჰეპატიტი ძალიან იშვიათია და ჯერ დადგენილი არ არის, რა იწვევს შემთხვევების უჩვეულო ზრდას. წამყვანი თეორიაა, რომ ეს არის ერთგვარი ვირუსული ინფექცია, რომელსაც შესაძლოა იწვევს COVID-19. ჰეპატიტის იზოლირებული შემთხვევები დაფიქსირდა COVID პაციენტებში, მაგრამ ეს უფრო იშვიათია, ვიდრე აუტოიმუნური ჰეპატიტი და უმეტესად დაფიქსირდა მოზრდილებში მძიმე COVID-ით. მნიშვნელოვანია, რომ დიდ ბრიტანეთში ჰეპატიტის დიაგნოზით არცერთ ბავშვს არ მიუღია COVID-ის ვაქცინაცია, ამიტომ არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ COVID-ის ვაქცინებს რაიმე კავშირი აქვს ამ ვირუსთან.

დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტო ურჩევს მშობლებსა და მზრუნველებს, ფრთხილად იყვნენ ბავშვებში ჰეპატიტის ნიშნების მიმართ.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil





11 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page