top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

ინფიცირებულთა ის დაბალი ციფრები, რაც დღეს გვაქვს, ჩვენი ძალოვნებისა და ჩვენი მთავრობის დამსახურებაა

08.04.2020 ImediNews


გიორგი ფხაკაძე: ინფიცირებულთა ის დაბალი ციფრები, რაც დღეს გვაქვს, ჩვენი ძალოვნებისა და ჩვენი მთავრობის დამსახურებაა


ინფიცირებულთა ის დაბალი ციფრები, რაც დღეს გვაქვს, ჩვენი ძალოვნებისა და ჩვენი მთავრობის დამსახურებაა. ეს არის კრიზისის სწორი გადაწყვეტა, - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძე “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადო პოლიციას და მთლიანად შს სამინისტროს, რომელმაც მისი თქმით, გმირული სამუშაო შეასრულა.

გიორგი ფხაკაძემ სწრაფი ტესტების გამოყენების შესახებაც ისაუბრა და ის პრიორიტეტული ჯგუფები დაასახელა, ვისაც პირველ რიგში უნდა ჩაუტარდეს სწრაფი ტესტირება.

„3 ათასამდე ტესტი ჩატარდა საქართველოში და აქედან დაახლოებით 200 ინფიცირებული გვყავს, რაც სტატისტიკურად არაფერი არაა. რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, ჩვენ გვაქვს ლიმიტირებული რესურსები და ვინაიდან ეს მოცემულობა გვაქვს, რესურსი ადეკვატურად და მიზანმიმართულად უნდა გადავანაწილოთ. პირველ რიგში სამედიცინო მუშაკების ტესტირება უნდა ჩატარდეს, იქნება ეს სასწრაფო სამსახური თუ რიგითი მუშაკი, ვინც საავადმყოფოში მუშაობს. ასევე უნდა მოხდეს პოლიციის ტესტირება და იმ საჯარო მოხელეებისა, რომლებსაც საზოგადოებასთან აქვთ შეხება, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა“ - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://imedinews.ge/ge/covid19/135834/giorgi-pkhakadze-inpitsirebulta-is-dabali-tsiprebi-rats-dges-gvaqvs-chveni-dzalovnebisa-da-chveni-mtavrobis-damsakhurebaa

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page