top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

იქნება კოვიდის ახალი ვარიანტი? კი, იქნება - გიორგი ფხაკაძე

07/02/2022

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ვარაუდობს, რომ 1-3 თვეში გამოჩნდება კორონავირუსის ახალი შტამი, აფრიკიდან. ამის მიზეზი კი ვაქცინაციის არასაკმარისი პროცენტულობაა.

„მეკითხებიან, იქნება კოვიდის ახალი ვარიანტი? კი იქნება „ომიკრონი“ დასასრულის დასაწყისია? არა, კოვიდი არ არის სეზონური გრიპი. მათემატიკური მოდელირების საფუძველზე უახლეს მომავალში (ალბათ 1-3 თვეში) ახალი ვარიანტი სავარაუდოდ „დაიბადება“ აფრიკაში. რატომ? კონტინენტის მოსახლეობის მხოლოდ 1% არის აცრილი. ყველა ფაქტორიდან გამომდინარე, ბურუნდი (175-ჯერ) და ტანზანია (40-ჯერ) არიან ყველაზე დიდი რისკის მატარებლები. ისე ამერიკაც არ ჩამორჩება.

რა უნდა ვქნათ, რომ შევაჩეროთ ახალი მუტაციები. გავაჩეროთ ვირუსის გავრცელება. როგორ გავაჩეროთ ვირუსის გავრცელება? სამედიცინო პირბადით, დისტანციით და ვაქცინაციით (ფაიზერი /მოდერნა). ან ჩვენ გადავუვლით ამ ვირუსს, ან ის გადაგვივლის ჩვენ. ჯერჯერობით, ვირუსი იგებს ამ ბრძოლაში…“, - წერს ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



4 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page