06/07/2021
პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე იხსენებს იმ საწყის ეტაპს, როდესაც მისი ოცნება ქუთაისში, საღორის საავადმყოფოში ქირურგად მუშაობა იყო.
გთავაზობთ ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან
ახლა უკან რომ ვიხედები, მიკვირს, ნუთუ მე, ერთმა ქუთაისელმა ბიჭმა ამდენი შევძელი… მიკვირს, ნეპალში დაკიდებულ აღმართზე, უფსკრულის პირას საცალფეხო ბილიკზე უშიშრად მიმავალს, როგორ არ მეშინოდა ფეხის დაცდენის… თავში როგორ მომდიოდა ის აზრი, რომ კვლევები მეწარმოებინა იქ, სადაც ჯერ კიდევ ხალხი ხეზე ცხოვრობდა.
***
მეორე სადოქტოროზე, ბუქარესტში ჩავაბარე, CV-ში არ ვწერ, რომ არ თქვან, ვერ არის ჭკუაზეო, ორს ვინ წერსო. რუმინეთში სტრესი მქონდა, ვერ ვმუშაობდი. სწავლობ, სწავლობ და გრძნობ, რომ თავი გისკდება და შეიძლება აგიფეთქდეს. საქართველოს მაგონებს – მინდა რაღაც გავაკეთო და ვერ ვაკეთებ.
შემდეგ სხვადასხვა ორგანიზაციაში გავაგზავნე CV. გასაუბრება უცნაურ ადგილას მქონდა. ბაზარში ვიყავი, გარშემო უამრავი ბოშა იყო, ყვიროდნენ-წიოდნენ. მე კუთხეში ვიყავი, ცელოფნის პარკში პომიდვრები და რაღაცები მელაგა. გასაუბრება ჩუმად მქონდა, საპირფარეშოს გვერდით ვიდექი და წარიმართა. ვიფიქრე, ვის უნდა ავეყვანე, თუმცა, 1 კვირაში დამირეკეს. სომალიში აღმოვჩნდი. გლობალური ფონდის მენეჯერის პოზიციაზე. 2006 წელს იქ ვინ წავიდოდა? სასაკლაო იყო, მაგრამ მე წავედი… ძალიან სტრესული იყო იქ მუშაობა.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments