top of page

კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანომ, Pineo Medical Ecosystem -თან თანამშრომლობის ხელშეკრულება

11/05/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

კლინიკები საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადებას იწყებენ.


მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.


ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.


კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანომ, Pineo Medical Ecosystem -თან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.


პინეო სამედიცინო ეკოსისტემა წარმოადგენს მეოთხე დონის რეფერალურ კლინიკას, მე-3 დონის პერინატალურ ცენტრს. აერთიანებს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას, უახლეს მაღალტექნოლოგიურ სერვისებს და გამოცდილ სპეციალისტებს. მრავალპროფილურობა კლინიკას საშუალებას აძლევს პაციენტებს ერთ სივრცეში შესთავაზოს სხვადასხვა მიმართულების მომსახურება.


პინეო სამედიცინო ეკოსისტემა, როგორც მრავალპროფილური სამედიცნო ცენტრი ფუნქციონირებს ყოფილი მეოთხე სამშობიარო სახლის ბაზაზე და ემსახურება ნებისმიერი სამედიცინო საჭიროების მქონე პაციენტს.

2015 წელს, ყოფილი სამშობიარო სახლი შეიძინა გუნდმა, რომელიც შედგებოდა საქართველოს ჯანდაცვის სფეროსთვის კარგად ცნობილი პროფესიონალებისგან: ზაზა სინაურიძე, სანდრო ცისკარიძე, ავთანდილ იმედაძე, ანდრო ძნელაძე, არმაზ თავაძე, იაგორ კალანდაძე.

აღნიშნული გაერთიანება გახლდათ უნიკალური საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის, რადგან პროფესიონალებს საშუალება მიეცათ განევითარებინათ თავიანთი მიმართულებები კლინიკაში.


კლინიკა მოიცავს შემდეგ სერვისებს: უროლოგიური სერვისები, ქირურგიული სერვისები, სამეანო სერვისები, გინეკოლოგიური სერვისები, ახალშობილთა სერვისები, ამბულატორიული სერვისები, სპეციალისტთა კონსულტაციები.

დღეისთვის პინეო სამედიცინო ეკოსისტემა წარმოადგენს მეოთხე დონის რეფერალურ კლინიკას, მე-3 დონის პერინატალურ ცენტრს. აერთიანებს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას, უახლეს მაღალტექნოლოგიურ სერვისებს და გამოცდილ სპეციალისტებს. მრავალპროფილურობა კლინიკას საშუალებას აძლევს პაციენტებს ერთ სივრცეში შესთავაზოს სხვადასხვა მიმართულების მომსახურება:

  • სამეანო დეპარტამენტი პაციენტებს სთავაზობს, როგორც ტრადიციულ სამეანო სერვისებს, ასევე ორსულობის დროს ნაყოფის გენეტიკური პათოლოგიების დიაგნოსტირებას და მართვას. მხოლოდ ჩვენთან კეთდება ამნიოცენტეზი, რაც გვაძლევს ორსულთა დროული მენეჯმენტის საშუალებას.

მომხმარებელს ამიერკავკასიაში პირველმა წარუდგინეს ინოვაციური კონცეფციის, სახლის ტიპის სამშობიარო – „პინეო ლაქშერი“. რომლის მთავარი მიზანი ორსულებისთვის კომფორტული და დაცული გარემოს შექმნაა.

  • კლინიკაში მოქმედებს პროფესიონალების გუნდისგან დაკომპლექტებული ემერჯენს სერვისი, რეანიმაცია, ინტენსიური თერაპიის და ახალშობილთა რეანიმაციის განყოფილება (NICU).

გადაუდებელ მიმღებში ხდება პაციენტის ჯანმრთელობის შეფასება, მდგომარეობის დადგენა, მკურნალობის პროცესის ზუსტი დაგეგმვა და კოორდინირება. ინტენსიური თერაპიის განყოფილება ემსახურება როგორც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ, ასევე ფართო სპექტრის დაავადებების მქონე პაციენტებს.

  • პინეო სამედიცინო ეკოსისტემის ერთ-ერთი ძლიერი მიმართულება გახლავთ ნევროლოგიის დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელია ალექსანდრე ცისკარიძე. აქ, საქართველოში პირველად დაინერგა მწავევე ინსულტის რეპერფუზული თერაპია – სისტემური თრომბოლიზისი და მექანიკური თრომბექტომია.


კლინიკა მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გორგასლის 93.



საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.





Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе







89 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page