top of page

„კანდელაკის მოსაზრებას უფრო უჯერებენ, ვიდრე ჯანმოს“ – გიორგი ფხაკაძე

31/08/2021

გამოსავალი არის ერთადერთი – ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს, ვირუსი უნდა ჩაწყნარდეს და შემდეგ ნელ-ნელა გაიხსნას. ჩვენ მივდივართ ჯოგური იმუნიტეტით. კანდელაკის მოსაზრებას უფრო უჯერებენ, ვიდრე ჯანმოს, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.

​მან საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა:

„ქვეყანაში არის უმძიმესი ეპიდვითარება, ტრანსპორტი კი არა, პირველ ივლისს ქვეყანა ჩასაკეტი იყო. ეს ახლა, რაც ხდება, არის მოჩვენებითი ჩაკეტვა. ვხედავთ, რომ შედეგი არ მოგვიტანა დროებითმა ჩაკეტვამ, დრამატული სურათი არ შეიცვალა. სიკვდილიანობა არის მაღალი, შესაბამისად ეს შეზღუდვები არაეფექტიანია.

მიზეზი არის მარტივი, წინასაარჩევნო პერიოდია, მთავრობა ვერ იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც უნდა მიიღოს. პრაქტიკულად, პოლიტიკურად ანგაჟირებულ გადაწყვეტილებებს იღებს და აქედან გამომდინარე დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. გამოსავალი არის ერთადერთი – ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს, ვირუსი უნდა ჩაწყნარდეს და შემდეგ ნელ-ნელა გაიხსნას. ჩვენ მივდივართ ჯოგური იმუნიტეტით. კანდელაკის მოსაზრებას უფრო უჯერებენ, ვიდრე ჯანმოს“, – განაცხადა ფხაკაძემ.

წყარო: pia.ge


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



 
 
 

Comments


Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page