top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

“კარგად იცის მთავრობამ, რამხელაა სიკვდილიანობა! ხომ უთხრეს იქ ექსპერტებს? ჰკითხეთ…” – სკანდალური...

04/12/2020

„ალიას“ ესაუბრება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრი, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის პნევმოკოკის წინასწარი საბაზრო შეთანხმების დამოუკიდებელი შეფასების კომიტეტის წევრი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ფხაკაძე. ის ბოლო დროს მონაწილეობდა სამთავრობო გუნდის მიერ გამართულ შეხვედრებში, სადაც შეზღუდვების შესახებ მსჯელობდნენ.


– რა შეიცვლება ამ რეგულაციებით, რომლებიც ახლა დაწესდა და რას უნდა ველოდოთ?


– პირდაპირ გტყვით, ეს რეგულაციები არაფერს შეცვლის. მე ამას ვამბობდი ბევრად ადრე, როცა აკონტროლებ ეპიდემიას, შეგიძლია რაღაცა გადაადგილო, მარჯვნივ, მარცხნივ, როცა ვერ აკონტროლებ – მაშინ ამ გადაადგილების საშუალება აღარ დაგრჩა, უნდა მიიღო ხისტი, მკაცრი ზომები, ის ზომები, რაც იყო შემოღებული პირველ ჯერზე და უნდა მიიღო 2-3 დღეში კი არა, უნდა გამოხვიდე და თქვა, 2 საათში ქვეყანა იკეტება – მორჩა. ძალიან კარგად იცის მთავრობამ, რამხელაა სიკვდილიანობა! ხომ უთხრეს იქ ექსპერტებს?


ხომ უთხრეს იმ შეხვედრაზე ექსპერტებს რამხელაა სიკვდილიანობა? გგონიათ, მთავრობამ არ იცის? ძალიან კარგად იცის, სინამდვილეში რამხელაა სიკვდილიანობა და რამდენია რეალურად ინფიცირებული ადამიანი.


– იმაზე მეტია სიკვდილიანობა, ვიდრე აცხადებენ?


– რა თქმა უნდა, შეეკითხეთ ექსპერტებს და ექიმებს. თქვენც მოისმენდით, სახელმწიფო ჩინოვნიკებმა თქვეს, სამჯერ იმაზე მეტია ინფიცირებული, ვიდრე ვიცითო, ვიდრე ოფიციალურად დაფიქსირებულიაო და სიკვდილიანობა არ იქნება სამჯერ მეტი? მე არ მითქვამს ეს, ამას თავად ამბობენ…


– ექიმები რომ გამოვიდნენ შეხვედრიდან, ისეთი სახეები ჰქონდათ და ისეთი კომენტარები გააკეთეს, კი ვიფიქრე, რომ იქ, იმ შეხვედრაზე, მათ რაღაც საშინელი გაიგეს. სიმართლე გითხრათ, ერთს, რომელიც ამ შეხვედრამდე წინააღმდეგი იყო სრული ლოქდაუნის, ვესაუბრე და პირად საუბარში მითხრა, რომ მთავრობის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაინახა, რომ „კატასტროფის წინაშე დგას ჯანდაცვის სექტორი და თუ ასე გაგრძელდა, მთლიანად ჩამოიქცევა, ბევრი ადამიანი მოკვდება და მოკვდება საშინელი სიკვდილით. ეს არის რეალობა, რომლის წინაშეც დავდექით“ – ზუსტად ვციტირებ!


– შეეკითხეთ და გითხრან, რა ითქვა იმ შეხვედრაზე… ყველაზე ცუდი ისაა, რომ გამოდის ამ შეხვედრიდან ექიმი და არაფერი ხდება, არაფერი გჭირს, აგერ შენ პარაცეტამოლიო, ამბობს – ის პაციენტი ხომ მოკვდება? უკაცრავად, ამ შეხვედრაზე ბოლო წინადადებასღა ვიტყვი – მე ვარ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, საერთაშორისო დონის. იმ ოთახში ჩემი დონის ექსპერტი ვერავინ დავინახე – ეს არის ჩემი პასუხი.


თამო კეშელავა, ალია



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



1 view0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page