top of page

კარგია რომ დროზე მიხვდნენ, ვერ მართეს რა… – გიორგი ფხაკაძე საველე ჰოსპიტალებზე

Writer's picture: Giorgi PkhakadzeGiorgi Pkhakadze

27/08/2021

დიღმის საველე ჰოსპიტალის ფუნქციონირების შეჩერებას ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისივე თქმით, ეს საველე ჰოსპიტლები უფრო დიდი საფრთხის შემცველი იყო.

„ამ ბოლო დროს ერთი საღი გადაწყვეტილება მაინც გავიგე. მე ვიყავი და ვარ წინააღმდეგი კოვიდის საველე ჰოსპიტლების გახსნის, ვინაიდან:

ამის არანაირი საჭიროება არ არსებობს (ქვეყანაში არის 17,000 საწოლი და მხოლოდ 7.500 არის გამოყენებული კოვიდისთვის, ანუ რეზერვი კიდევ არის 3,000-4,000 საწოლი. დანარჩენი 2,000-3,000 არის ხელშეუხებელი სპეცსაწოლები (ფსიქიატრიული, ტუბერკულოზი…).

შესაბამისი გამოცდილება არ არის. ვინ იყო ის ექსპერტი/ექსპერტები, ვინც ეს “გააკეთა”.

ეს საველე ჰოსპიტლები არის უფრო დიდი საფრთხის შემცველი. რატომ? არ იყო გათვლილი:მომზადებული სათანადოდ საპირფარეშოები, ვენტილაციის საკითხი და ზოგადად ინფექციის კონტროლის სისტემები. კარგია რომ დროზე მიხვდნენ

პს: ვერ მართეს რა“ – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



5 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page