top of page

“კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ლოქდაუნის, არსებობს ეჭვი, რომ ლოქდაუნი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს

12/08/2021

თამო კეშელავა

„ალიას” ესაუბრება ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე


მე ვეწინააღმდეგები ლოქდაუნს. ლოქდაუნი საჭიროა იმისათვის, რომ შეიარაღდე პანდემიის წინააღმდეგ და მოემზადო. ამდენი ლოქდაუნი გვქონდა და რა ვისწავლეთ?


ვისწავლეთ მხოლოდ ის, რომ ვერაფერი ვისწავლეთ. შესაძლოა დღეში 100 და მეტი ადამიანი თუ გარდაიცვალა, მერე მივიდნენ ლოქდაუნის შემოღების გადაწვეტილებამდე, მაგრამ ხომ ისიც ფაქტია, რომ არ გაამართლა ამ ლოქდაუნმა?


ყველაფერი ჩაკეტილი როცა იყო ხალხისთვის, არსებობდნენ პრივილეგირებული ადამიანები, რომლებიც ყველგან დადიოდნენ და ქეიფობდნენ კიდეც. მერე ხალხმა იკითხა, როგორ, ჩემთვის არ შეიძლება და მისთვის შეიძლება? უკურეაქცია გამოიწვია ამან. კანონი უნდა იყოს ყველასთვის ერთი.


სწორედ ამიტომ, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ლოქდაუნის. მეტიც, არსებობს იმის ეჭვი, რომ ლოქდაუნი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვა მიზეზების გამო… ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ლოქდაუნი არ იყოს.


მძიმე სიტუაციაა ქვეყანაში, სრულიად მოუმზადებელი ვხვდებით ახალ შტამს. პირველი ტალღიდან მოყოლებული დღემდე, მეხუთე ტალღაა და ჩვენ ისევ იგივე ხალხი და იგივე ექსპერტები გვასწავლიან ჭკუას. ერთი ფხაკაძე გამოდის და აფრთხილებს ხალხს, ამბობს სიმართლეს. დამასევენ მერე ტროლებს და კვატებს…


ვიტყვი რომელიმე პოლიტიკური პარტიის პოზიციაზე (სამედიცინო კუთხით) რამეს და ახლა ისინი დამასევენ ტროლებს და მერე რა? რა არის შედეგი? შედეგი არის ის, რომ დღეში იღუპება 80 ადამიანი. არ მაინტერესებს არც ოპოზიცია და არც პოზიცია, მე მაინტრესებს, რატომ გვეღუპება დღეში 80 ადამიანი? ამაზე გამეცით პასუხი! ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ დღეში 80 ადამიანი გვეღუპება?


მე გეტყვით ვინ არის პასუხიმსგებელი – ყველა, ვინც დღეს პარლამენტშია, ყველა ვინც საკრებულოში შევიდა ახლა, ყველა, პოზიციაც და ოპოზიციაც, რადგან არც ერთმა არაფერი გააკეთა, თითი არ გაანძრია პანდემიასთან საბრძოლველად და საზოგადოების გაყოფას, გახლეჩას შეუწყვეს ხელი.


ჩვენ დღეს გვყავს ორი მტერი, კოვიდი და რუსეთის საოკუპაციო ძალები. ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა მოქალაქე უნდა ხვდებოდეს ამას. ყველა უნდა იყოს ამ ორი მტრის წინააღმდეგ ერთიანი. მე რასაც ვუყურებ, ჯერჯერობით, კოვიდმაც და რუსეთის საოკუპაციო ძალებმაც ამ ომში მოგვიგეს, ყოველ შემთხვევაში, ჟენევიდან ასე ჩანს.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



2 views0 comments
Post: Blog2_Post
bottom of page