top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

კვლევა -„არსებობს პირდაპირი კავშირი თრომბოზსა და ასტრაზენეკას ვაქცინას შორის – პრეპარატები...

23/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



ევროპელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ დაადგინეს მიზეზები, რის გამოც ვაქცინა ასტრაზენეკამ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს თრომბები, რომლებიც ფატალურად სრულდება. მათ ასევე განაცხადეს, ასეთ შემთხვევებში როგორ არის შესაძლებელი ამ დროს პაციენტის მკურნალობა. ნორვეგიასა და გერმანიაში სამედიცინო მკვლევართა ორმა გუნდმა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად დაადგინა, რომ ვაქცინამ შესაძლოა გამოიწვიოს თრომბოზი თავის ტვინში, რითაც აიხსნება ევროპაში ამ ვაქცინით გამომწვევი ცალკეული ინციდენტები.


გრაიფს-ვალდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი თრომბოზსა და ასტრაზენეკას ვაქცინას შორის. ადრე თვლიდნენ, რომ თრომბოზი არ წარმოიქმნებოდა “ასტრაზენეკას ვაქცინაციის” გამო. 18 მარტის ახალ კვლევაში ნდრ ექსპერტების მონაცემებით, ასტრაზენეკა ხელს უწყობს თრომბოციტების გამომუშავების გააქტიურებას, რის გამოც შეიძლება წარმოიქმნას თრომბოზი თავის ტვინში. დასკვენები გამოტანილი იქნა ექვსი პაციენტის კვლევის შედეგად. მეცნიერები თვლიან, რომ რამდენადაც გვერდითი მოვლენების წარმოქმნის მექანიზმი იდენტიფიცირებულია, შესაძლებელია მისი შეჩერებაც. ვაქცინაციის დროს უნდა გამოიყენონ ის პრეპარატები, რომლებიც აღკვეთავს თრომბოზს.


„ძალიან ცოტა ადამიანი განიცდის ამ გართულებას, მაგრამ ახლა ჩვენ ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს. სწრაფი დიაგნოზის შემთხვევაში, ამ დაავადების მკურნალობა შესაძლებელია ნებისმიერ საავადმყოფოში.

პრევენციული ღონისძიების თანახმად, ყველას, ვისაც მუდმივი თავის ტკივილი ან სისხლჩაქცევები აქვს ვაქცინაციის ადგილის მიღმა, მიმართოს სამედიცინო დახმარებას.

დიაგნოზის დადგენისთანავე მდგომარეობა უნდა განიხილებოდეს სისხლის გამათხელებელი მედიკამენტებით და იმუნოგლობულინით, რომელიც მიზნად ისახავს ანტისხეულს, რაც იწვევს პრობლემას“, – თქვა პროფესორმა გრეინახერმა.


დაწვრილებითი შედეგები გამოქვეყნდება სამეცნიერო ჟურნალ “ლანცეტში” („Lancret”). გრაიფს-ვალდის უნივერსიტეტის მეცნიერებს კვლევაში ეხმარებოდნენ ექსპერტები პაულ ერლიხის ინსტიტუტიდან, რომელიც პასუხისმგებელია გერმანიაში ვაქცინების რეგისტრაციაზე.


„უნდა ვიყით ძალიან ფრთხილად და უზრუნველყოთ ვაქცინაციის პროცესის 100%-იანი უსაფრთხოება. არასდროს მითქვამს, – „არა ვაქცინაციას”, ვამბობ : „უსაფრთხო და ფრთხილი ვაქცინაცია”, – წერს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе






3 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page