13/07/2021
საერთაშორისო ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ჯონსონი და ჯონსონის“ ვაქცინას აქვს პრობლემები და ეს ამერიკის წამლის სააგენტომ ოფიციალური განცხადებით უკვე დაადასტურა.
„სამწუხაროდ, გვერდითი მოვლენა/ გართულება აჩვენა ამ კონკრეტულმა ვაქცინამ. Guillain-Barré სინდრომზე არის საუბარი. სამედიცინო პირბადე ხალხმრავლობაში +ეფექტური ვაქცინაცია. ყოველთვის უნდა ვთქვათ სიმართლე როგორი მწარე არ უნდა იყოს ის“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.
ამასთან პროფესორმა გამოაქვეყნა უცხოური სამედიცინო წყაროების ბმულები, სადაც შესაძლებელია დეტალურად გავეცნოთ, რა არის „გიიენ-ბარეს“ სინდრომი
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საზოგადოების ნაწილმა მიმართა კითხვით, რას იტყვის რუსულ და ჩინურ ვაქცინებზე, რაცზეც პროფესორმა ცალსახად უპასუხა, რომ მისთვის ორივე ქვეყნის ვაქცინები პლაცებო პროდუქტებია
„გთხოვთ, ნუ მეკითხებით რუსული და ჩინური ვაქცინების შესახებ … ჩემთვის ორივე ქვეყნის ვაქცინები პლაცებო პროდუქტებია.
ერთი ნორმალური, დამოუკიდებელი კვლევა ვერ დადეს. ჩალიჩობენ. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, მაგრამ ვერ ქაჩავენ.
საქართველოსთვის მინდა მაღალეფექტური ვაქცინები და გამჭვირვალე ვაქცინაციის გეგმა, აგებული სიმართლეზე და პროფესიონალიზმზე“,- აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments