top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

კლინიკური სიმპტომების გამოვლენისას, ის პრაქტიკულად ყოველთვის სიკვდილით მთავრდება

28/10/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა.


ცოფი ზოონოზური დაავადებაა, რომელსაც ცოფის ვირუსი იწვევს. კლინიკური სიმპტომების გამოვლენისას, ის პრაქტიკულად ყოველთვის სიკვდილით მთავრდება.

ცოფი ენდემურია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნისთვის, თუმცა ყველაზე მაღალი ინციდენტობით გამოირჩევა აზიისა და აფრიკის ქვეყნები, სადაც ცოფის რისკის წინაშე 3 მილიარდ ადამიანზე მეტი დგას.

ცოფის პრევენციის გზებია:

- ძაღლებისა და კატების ვაქცინაცია

- კბენის თავიდან არიდება

- კბენის შემთხვევაში ჭრილობის დაუყოვნებელი, საფუძვლიანი დაბანა საპნითა და წყლით და ვაქცინაცია.

ცოფი ვაქცინით მართვადი დაავადებაა. მიუხედავად ამისა, იგი მსოფლიოში ყოველწლიურად ათი ათასობით სიკვდილის მიზეზი ხდება. დაავადება დისპროპორციულად აზარალებს დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანებს განსაკუთრებით კი ქალაქგარეთ მცხოვრებ მოსახლეობასა და ბავშვებს – ცოფით გარდაცვლილთა 40% 15 წლამდე ასაკის ბავშვია.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


95 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page