16.11.2020 Rustavi2
პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე COVID-19-სგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს რეკომენდაციებს აძლევს. მისი განცხადებით, ვირუსმა შესაძლოა დატოვოს ადამიანში გვერდითი ეფექტები, მათ შორის გაფანტულობა, ასევე პრობლემები მახსოვრობასთან.
"ადამიანს, ვინც გადაიტანა კოვიდი, ნუ იქნება ძალიან გახარებული, რომ კოვიდი დაამარცხა და ყველაფერი კარგად არის. ფრთხილად იყავით, განსაკუთრებით კოვიდიდან პირველი თვე ნუ დაისტრესავთ ორგანიზმს, ანუ გადაიტვირთებით, სწორად იკვებეთ და სუფთა ჰაერზე იარეთ მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში.
სამწუხაროდ, კვლევები წამოვიდა, რომ ძირითადად გვაქვს გვერდითი ეფექტები. ჩვენ დავინახეთ, რომ მენტალურ დაავადებასთან არის დაკავშირებული, შეიძლება იყოს გაფანტულობა, პრობლემები მახსოვრობასთან, შეიძლება იყოს უფრო მარტივი ფორმები, ან უფრო მძიმე," - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ "დღის კურიერში".
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/182333
Commentaires