16/03/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
პროფესორი წერს, თუ რა რჩევები უნდა გაითვალისწინონ მოქალაქეებმა კორონავირუსის ვაქცინაციის დროს.
,,კოვიდ-ვაქცინაციის დროს უნდა იცოდეთ: არ მიიღოთ ალკოჰოლო ვაქცინაციიამდე 2 დღით ადრე;
არ მიიღოთ ალკოჰოლი ვაქცინაციის დღიდან მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში;
ზოგადად, შეამცირეთ ალკოჰოლის მიღება, რათა გაიძლიეროთ იმუნური სისტემა", - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
საქართველოში ვაქცინაციის პროცესი გუშინ, 15 მარტს დაიწყო. პირველ ეტაპზე მედიკოსები აიცრებიან.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა. ის საქართველოში პირველი ადამიანია, ვინც Covid-19-ზე აიცრა.
იმნაძის გარდა, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს ვაქცინაციას ჩაიტარებენ მარინა ეზუგბაია, მარინა ენდელაძე, დავით გადელია და ასევე, თამარ გიორგაძე — NCDC-ის თანამშრომელი, რომელიც აცრაზე პირველი დარეგისტრირდა.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გაიკეთებს ვაქცინას ექიმი პედიატრები ივანე ჩხაიძე და თემურ მიქელაძე.
ბათუმში ვაქცინას მიიღებენ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელის მოადგილე ნანა ეფოძე და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი სოლომონ ფუტკარაძე. ასევე, ექიმი ილია ნაკაშიძე.
ქუთაისში აიცრება კარდიოქირურგი ნიკა ვაშაყმაძე და ინტერვენციული მედიცინის ცენტრის რეანიმაციული განყოფილების უფროსი თედო ფურცხვანიძე.
თელავში ვაქცინას მიიღებენ რეფერალური ჰოსპიტალის ექიმები ზეინაბ მგელიაშვილი და დარინა მაჭავარიანი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის (NCDC) ცნობით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ელექტრონულ სისტემაში ვიზიტი 14 მარტის 23:00 საათის მონაცემებით, ჯანდაცვის 2 067 მუშაკს აქვს დაჯავშნილი.
საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა შაბათს, 13 მარტს შემოვიდა და ის განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის. შემდეგი ეტაპია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარებისა და პერსონალის აცრა, ამის მერე კი, ვაქცინას 75 წელზე მეტი ასაკის ადამიანებს გაუკეთებენ.
ქვეყანამ AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა 13 მატს მიიღო.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments