22/02/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე სოციალური ქსელით პირბადეების ხარისხის კონტროლზე წერს – მოსახლეობა მიმართავს, – მოქალაქეებს მოუწოდებს, პირბადის შეძენისას მას გაუგზავნონ მისი ფოტო, დანიშნულება და შეძენის ადგილის შესახებ ინფორმაცია.
„მეგობრებო , დავიწყეთ,
,,ფხაკაძის ხარისხის მართვის სამსახური “,
პირბადე – ,,BOENMED”,
გთხოვთ, ამ პოსტში დაწერეთ მხოლოდ ამ პირბადის შესახებ. სხვა პირბადეების შესახებ ამ პოსტში არ დაწეროთ, რომ არ აირიოს ინფორმაცია,
გამომიგზავნეთ სურათები, ქვითრები,კომენტარები მხოლოდ ამ პირბადის შესახებ
სად იყიდეთ,
რა ფასად იყიდეთ,
როდის იყიდეთ,
და ასე შემდეგ,
საღამოს ერთად შავაჯამოთ შედეგი,
ავერსი ფარმა – Aversi Pharma”.
გიორგი ფხაკაძემ რამდენიე დღის წინ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, – სააფთიაქო ქსელები GPC და Pharmadepot ჩვეულებრივ პირბადეებს სამედიცინო პირბადის სახით ყიდიან და ამით მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავთ.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments