top of page

კონსილიუმ მედულასა“ და კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის

29/05/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

აკრედიტაცია კანადის იფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა საქართველიში.


საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.


მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდანსაერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.


ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.


კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა ნებაყოფლობითია, თუმცა საყოველთაო პროგრამაში ჩართვისას ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება.


აკრედიტაციის ვადად 2025 წელია განსაზღვრული, პროცესი უკვე დაწყებულია და ამ ეტაპზე 11 კლინიკაა კანადური აკრედიტაციის პროგრამაში დარეგისტრირებული.


საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.


ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.


აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.


2023 წლის მაისში „კონსილიუმ მედულასა“ და კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს (Accreditation Canada) შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო ექსპერტები კლინიკაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის, არსებული პროცედურების და ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას შეაფასებენ.

Accreditation Canada საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოა, რომელიც 60 წელზე მეტია მსოფლიოს 35-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს.

„კონსილიუმ მედულას“ გუნდი იმუშავებს Accreditation Canada-ს Qmentum International™ პროგრამის ფარგლებში, რის შედეგადაც ხარისხის საერთაშორისო აკრედიტაცია მიენიჭება. აკრედიტაციის პროცესი 2025 წლამდე დასრულდება. აკრედიტაცია პაციენტებისთვის კიდევ უფრო უსაფრთხო, ეფექტიანი და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიღების გარანტიას იძლევა.


პროფესორმა დავით თაბაგარმა თანამოაზრეთა გუნდთან ერთად დააარსა „ქიმიოთერაპიისა და იმუნოთერაპიის კლინიკა მედულა“.

კლინიკის მთავარი მისია იყო საქართველოში კლინიკური ონკოლოგიის დარგის დაფუძნება და განვითარება, ასევე, კლინიკის ბაზაზე მულტიცენტრული საერთაშორისო კლინიკური კვლევების ჩატარება.


პროფესორების – დავით თაბაგარის, მამია ზოდელავასა და მაგდა ბეთანელის ინიციატივით დაფუძნდა ასოციაცია „მედულა – სისხლის და ძვლის ტვინის ქართული ჯგუფი“.

კლინიკის ბაზაზე შეიქმნა ღეროვანი უჯრედების ბანკი, რომელიც დღემდე ახორციელებს ჭიპლარიდან მიღებული ღეროვანი უჯრედების კონსერვაციას.

„მედულას“ ხელმძღვანელების დიდი ძალისხმევით და მსხვილი ინვესტიციებით კლინიკაში შეიქმნა საქართველოში პირველი იმუნოჰისტოქიმიური ლაბორატორია, სადაც შესაძლებელი გახდა სანდო იმუნოჰისტოქიმიური კვლევების ჩატარება, რაც მოწინავე ტარგეტული მკურნალობის საფუძველია.

კლინიკა „მედულაში“ შეიქმნა კლინიკური ლაბორატორია.


საქართველოში პირველად „კონსილიუმ მედულაში“ ჩატარდა საერთაშორისო კლინიკური კვლევა ონკოლოგიაში.

სამი წლის მანძილზე კლინიკაში ჩატარდა 4 კლინიკური კვლევა ონკოლოგიაში.


დაარსდა „მედულას“ თერაპიული დეპარტამენტი, რომელიც ემსახურება რევმატოლოგიურ, კარდიოლოგიურ და ენდოკრინოლოგიურ პაციენტებს. კლინიკაში შეიქმნა ოჯახის ექიმის სამსახური.


„მედულაში“ შეიქმნა დიაგნოსტიკის დეპარტამენტი, რომელიც აღიჭურვა მაღალტექნოლოგიური სადიაგნოსტიკო აპარატურით.

ფართოდ დაინერგა კონსილიუმის პრინციპი როგორც დაავადების დიაგნოსტიკის ეტაპზე, ისე მკურნალობის პრინციპის შერჩევის დროს.


ქირურგ ბადრი სეფაშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა მრავალპროფილური ქირურგიული დეპარტამენტი, რომელიც მოიცავს თორაკალურ, აბდომინურ, მამოლოგიურ, ენდოკრინოლოგიურ, გინეკოლოგიურ და უროლოგიურ მიმართულებებს. ქირურგიული დეპარტამენტის საქმიანობა გამოირჩევა დასავლური იდეოლოგიით, პაციენტის მკურნალობისა და მოვლის ევროპული მიდგომით.

კლინიკაში წარმატებით დაინერგა ქირურგიული მკურნალობა ენდოსკოპიური მიდგომით.

კლინიკა მოწინავე პოზიციებს იკავებს ენდოსკოპიურ, აბდომინურ და გინეკოლოგიურ ქირურგიაში.

შეიქმნა ინტენსიური თერაპიის განყოფილება.

ქართული მედიცინის ისტორიაში პირველად აშშ-ში, ASCO-ს (ამერიკის კლინიკურ ონკოლოგთა ასოციაცია) ყოველწლიურ კონგრესზე ჩიკაგოში კლინიკა „მედულას“ კლინიკურმა ონკოლოგებმა წარადგინეს „მედულაში“ ჩატარებული კლინიკური კვლევის შედეგები.


კლინიკური ონკოლოგების მიერ შემუშავდა ESMO-ს (ევროპის კლინიკურ ონკოლოგთა ასოციაცია) მიერ მომზადებული გაიდლაინების ქართული ვერსია და ის კლინიკის სამუშაო დოკუმენტად იქცა.

„მედულამ“ წარმატებით გაიარა FDA-ს (აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტოს) აუდიტი კლინიკური კვლევების ჩატარების სტანდარტის შესაფასებლად.


„მედულა“ საქართველოს ლიდერი კლინიკაა ონკოლოგიაში კლინიკური კვლევების მიმართულებით – ჩატარდა 20-ზე მეტი მულტიცენტრული საერთაშორისო კლინიკური კვლევა ონკოლოგიაში.


კლინიკა „მედულაში“ გაიხსნა რეზიდენტურა კლინიკურ ონკოლოგიაში. დღემდე მომზადდა 10 კლინიკური ონკოლოგი, რომელიც წარმატებით საქმიანობს საქართველოს სამედიცინო სექტორში.


„მედულას“ ოთხმა კლინიკურმა ონკოლოგმა ამსტერდამში წარმატებით ჩააბარა ESMO-ს გამოცდა კლინიკურ ონკოლოგიაში და ევროპული სერტიფიკატი მიიღო. ეს იყო საქართველოში კლინიკური ონკოლოგიის დარგის მაღალი სტანდარტების მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება.


კლინიკა „მედულას“ ყველა განყოფილებაში ტარდება საერთაშორისო სტანდარტის კლინიკური კვლევები.

ჩატარდა 50-ზე მეტი კლინიკური კვლევა ონკოლოგიაში, რევმატოლოგიაში, ენდოკრინოლოგიაში, ქირურგიასა და გინეკოლოგიაში.


დაარსდა ნევროლოგიური განყოფილება, რომელიც ჩაერთო საერთაშორისო კლინიკურ კვლევებში.


თერაპიული დეპარტამენტის ბაზაზე შეიქმნა ენდოკრინოლოგიის, კარდიოლოგიის, გასტროენტეროლოგიის, პულმონოლოგიისა და ალერგოლოგიის განყოფილებები.


განხორციელდა „ქიმიოთერაპიისა და იმუნოთერაპიის კლინიკა მედულას“ რეორგანიზაცია და რებრენდინგი. შეიქმნა კლინიკა „კონსილიუმ მედულა“.

მოხდა კლინიკის დიაგნოსტიკური დეპარტამენტის ტექნიკური გადაიარაღება. კლინიკა აღიჭურვა უახლესი სტანდარტების შესაბამისი კომპიუტერული ტომოგრაფით, დენსიტომეტრით და სხვა დიაგნოსტიკური მოწყობილობებით.


კლინიკა „კონსილიუმ მედულა“ ჩაერთო ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატის, სწორი ნაწლავის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამებში.


„კონსილიუმ მედულამ“ დაიწყო კლინიკის ახალი თანამედროვე სტანდარტების შენობის მშენებლობა. შენობის ექსპლუატაციაში მიღება 2023 წელსაა დაგეგმილი. ახალ შენობაში განთავსდება კლინიკური ონკოლოგიის, კარდიოლოგიური, მამოლოგიური, უროლოგიური, გინეკოლოგიური განყოფილებები; ქირურგიული და თერაპიული სტაციონარი.


წარმატებით ჩატარდა 40 კლინიკური კვლევა ონკოლოგიაში, რევმატოლოგიაში, ენდოკრინოლოგიაში, ქირურგიაში, ნევროლოგიასა და ჰემატოლოგიაში.


„კონსილიუმ მედულამ“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა „საქართველოს უნივერსიტეტთან“. მემორანდუმი ითვალისწინებს „კონსილიუმ მედულას“ კლინიკური პერსონალის ჩართვას „საქართველოს უნივერსიტეტის“ ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის საგანმანათლებლო პროცესში.


კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“ შეიქმნა „ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი“, სადაც ტარდება მამოლოგიური, გინეკოლოგიური და ენდოკრინოლოგიური პაციენტების კვლევა და მკურნალობა.

კლინიკა ჩაერთო კრიტიკული პაციენტების გადაუდებელი მიღების სახელმწიფო პროგრამაში.

კლინიკაში ტარდება 14 მიმდინარე საერთაშორისო კლინიკური კვლევა.

კლინიკა მოიცავს შემდეგ სერვისებს: დიაგნოსტიკა, ამბულატორია, ქირურგია, ონკოლოგია, ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი.


კლინიკა მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6-გ.



საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе







84 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page