top of page

კონფერენცია "ბუნებრივი კატასტროფები და მათი ადრეული პრევენციის გზები 2020"

08/17/2019

ავტორი: ირინა დათაშვილი

2020 წლის 8 ივლისს, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, გიორგი ფხაკაძე, მთავარი სტუმრის სტატუსით მიწვეულ იქნა ვირტუალურ საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც სიტყვით წარსდგება აუდიტორიის წინაშე.

ვირტუალური კონფერენცია სახელწოდებით: "ბუნებრივი კატასტროფები და მათი ადრეული პრევენციის გზები 2020 " გაიმართება 2020 წლის 8-9 ივლისს, ინდოეთში, ველორის ტექნოლოგიის ინსტიტუტში.

პროფესორმა გ. ფხაკაძემ, ხაზი გაუსვა სანდო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინტერდისციპლინარულ მიდგომას, რაც ეხებოდა პანდემიებისა და ბუნებრივი კატასტროფისადმი მაქსიმალურ მზადყოფნას და მათი ეფექტური პრევენციის გზებს.

მსოფლიოში მიმდინარე COVID-19- ის პანდემიამ და სხვადასხვა ტიპის ბუნებრივმა კატასტროფებმა აჩვენა, რომ ჩვენ, როგორც გლობალურმა საზოგადოებამ, არ შეგვიძლია ვიფიქროთ მხოლოდ პრევენციის გზებზე არამედ აუცილებელია განვახორციელოთ ინვესტიცია ჯანდაცვის სისტემის გასაძლიერებლად.

დროულად მოვახდინოთ ეფექტური კომუნიკაციის დამყარება ყველა დაინტერესებულ მხარესთან გლობალურ და ლოკალურ დონეზე. მსგავსი ტიპის მიდგომები გადაარჩენს მეტი ადამიანის სიცოცხლეს მსოფლიო მასშტაბით , მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და გააძლიერებს ჩვენს ეკონომიკას.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




3 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page