21.12.2020 Rustavi2
კორონავირუსის ახალ შტამს ახასიათებს აგრესიულობა გავრცელების კუთხით, მაგრამ პანიკის საფუძველი ჯერჯერობით არ არსებობს - გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის და პროფესორ გიორგი ფხაკაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ცნობილია ის, რომ გავრცელების კუთხით ის ძალიან აგრესიულია. ამასთან, როგორც მან "დღის კურიერში" განმარტა, სიკვდილობის მხრივ ვირუსზე ჯერ არაფერია ცნობილი. როგორც გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს, პანიკის საფუძველი ჯერჯერობით არ არსებობს.
"რაც შეეხება ახალ შტამს, მოდით ასე ვთქვათ - პანიკის საფუძველი ჯერჯერობით არ არის. ფაქტი არის, რომ ბრიტანეთში დროზე გამოიჭირეს, მაგრამ ცოტა გამოეპარათ ასე ვთქვათ. ევროპის რამდენიმე ქვეყანაში შეძლეს იდენტიფიკაცია, როგორც ავსტრალიაში, ასევე სამხრეთ აფრიკაში, ანუ პრაქტიკულად ვისთანაც ბრიტანეთს აქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები და დღეიდან ევროპის თითქმის ნახევარი ქვეყნები კეტავენ საზღვრებს ბრიტანეთთან, არა მარტო ევროპის ქვეყნები, არამედ ევროპის გარეთ, რომ ჩვენ შევძლოთ ვაკონტროლოთ, რათა ეს ვირუსი არ გავრცელდეს, იმიტომ, რომ ამ ვირუსს ახასიათებს აგრესიულობა გავრცელების კუთხით.
რაც შეეხება სიკვდილობის მიმართულებით, ჯერჯერობით ჩვენ არაფერი არ ვიცით, იმიტომ, რომ გავიდა მხოლოდ ერთი კვირა. იმედია, რომ სიკვდილობის კუთხით ისეთივე აგრესიული არ იქნება.
ეს არის იგივე კორონა ასე ვთქვათ, მაგრამ თქვენ იცით, რომ ნებისმიერ ვირუსს ახასიათებს მუტაცია და ყოველ თვეში 2-3 მუტაცია არის, ეს ნორმალური მოვლენაა და ყველა ელოდებოდა ამას. სხვათა შორის ჩინეთშიც, ივნისში იყო ასეთი აგრესიული მუტირებული ვირუსი, რომელიც თავის დროზე დაიჭირეს, იზოლაცია გააკეთეს და ის აღარ გავრცელდა. შესაბამისად აქ არაფერი საგანგაშო არ არის, აქ არის ძალიან საყურადღებო და ამ საყურადღებო პროცესში ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად და უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამე ამ ვირუსის შესახებ არ ვიცით," - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/185459
Comments