top of page

კორონავირუსის - EG.5 შემთხვევები მკვეთრად იზრდება

17/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

Reuters აშშ-და და ევროპის ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროებზე დაყრდნობით წერს, რომ მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის EG.5 შემთხვევები მკვეთრად იზრდება. ცნობილია, რომ EG.5 იგივე „ერისი“ კორონავირუსის „ომიკრონის“ ქვევარიანტია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ახალი ვარიანტი უკვე საქართველოშია. „ერთი კარგი ამბავი ისაა, რომ არ არის ძალიან „მძიმე“, მაგრამ რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის, არის საშიში“. ჯანმოს განცხადებით, ახალი შტამით გავრცელების დინამიკას ყურადღებით აკვირდებიან, რადგან მისი მუტაცია შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს. ბოლო მონაცემებით, „ერისით“ დაინფიცირების შემთხვევები მსოფლიოს 50 ქვეყანაშია დაფიქსირებული. სიმპტომები ჯერ საკმარისი კლინიკური ნიშნები არ არსებობს, თუ კონკრეტულად რა სიმპტომები ვლინდება ახალი შტამის არსებობის შემთხვევაში, თუმცა, ეს ძალიან ჰგავს უკვე ბევრისთვის ნაცნობ ომიკრონის სიმპტომებს. ესენია: ხველა; ყელის ტკივილი; სურდო; ცემინება; დაღლილობა; თავის ტკივილი; კუნთების ტკივილი; შეცვლილი/დაკარგული ყნოსვა



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе https://youtube.com/@drpkhakadze




15 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page