top of page

კორონავირუსი – მათ, ვინც COVID-19 გადაიტანეს, გამოჯანმრთელების შემდეგ პრობლემები შეექმნათ

05/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



ფსიქოლოგები ამბობენ, რომ გაიზარდა ისეთი პაციენტების მიმართვიანობა, რომლებმაც კოვიდ 19 გადატანეს, გამოჯანმრთელების შემდეგ პრობლემები შეექმნათ, გახდნენ მეტად ემოციურები, მათში ნეგატიური განწყობები გაიზარდა.


„კორონავირუსის გადატანის შემდეგ პაციენტებს ხშირად ახასიათებთ დაღლილობა და მოთენთილობა. ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს საერთაშორისო კვლევებიც, მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტებმა სპეციალისტს დროულად უნდა მიმართონ, მდგომარეობა რომ არ გართულდეს“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ.

ფარგლებში, ექიმებმა შენიშნეს, რომ ინფექციაგამოვლილი პაციენტების 55%-ს, როგორც მინიმუმ, ფსიქიკური აშლილობა აღმოაჩნდათ. შედეგების თანახმად, COVID-19-ის გადატანის შემდეგ პაციენტების 28%-ს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, 31%-ს დეპრესია, 42%-ს შფოთვა აღენიშნებათ. ხშირად პაციენტებს ერთდროულად რამდენიმე აშლილობა აქვთ.


კვლევის მიხედვით ისიც დგინდება, რომ ვირუსის გადატანის შემდეგ ადამიანთა 40%-ს უძილობა აწუხებს.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


3 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page