top of page

„კრაკენი“ უკვე საქართველოშია, ყველაზე გადამდებია, რაც აქამდე ყოფილა“

11/01/2023

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ „ომიკრონის“ ვარიანტი – XBB.1.5, მეტსახელად „კრაკენი“ უკვე საქართველოშია.


ამის შესახებ გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს. პარალელურად, ჯანდაცვის ექსპერტი ვიდეოჩართვაში აღნიშნავს, რომ „კრაკენი“ გადადების ყველაზე მაღალი უნარით გამოირჩევა.


„ეს უკვე ოფიციალურია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გასცა რეკომენდაცია, რომ ავიახომალდებში პირბადეების გამოყენება აღდგეს.


ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა სათანადო (უფრო მკაცრი) რეკომენდაციები გასცა გუშინ.


ომიკრონის XBB.1.5, მეტსახელად „კრაკენი“ არის საფრთხის შემცველი.


მოიმარაგეთ და გამოიყენეთ პირბადეები, ვინაიდან ეფექტიანი კოვიდვაქცინები საქართველოში არ არის.


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ოფიციალურად თქვა, რომ ეს ახალი ვარიანტი არის ყველაზე გადამდები, რაც მანამდე იყო მსოფლიოში.


აშშ-ში „კრაკენი“, ვფიქრობ, ამ თვის ბოლოს უკვე დომინანტი იქნება, ევროპისკენაც წამოვიდა და, რა თქმა უნდა, ეს ვარიანტი საქართველოშიც არის.


რადგან ის ძალიან სწრაფად ვრცელდება და ზეგადამდებია, ეს ნიშნავს, რომ ერთი ადამიანი თუ შემოვიდა ოთახში „კრაკენით“, ნიშნავს, რომ ყველას „დააკრაკენებს“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



3 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page