25/07/2021
ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოს პრემიერ მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრსა და მის მოადგილეს მადლობას უხდის. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ “ფაიზერის” ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოსთვის დიდი წარმატებაა.
„ფაიზერის“ ვაქცინის 500 ათასი დოზა საქართველოშია!
ეს საქართველოსთვის ნამდვილად დიდი წარმატებაა.
მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რადგან აშკარაა, რომ ეს ყველაფერი მოხდა მისი ძალისხმევით.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, ქალბატონ თამარ გაბუნიას, თქვენ შეუძლებელი შეძელით!
ასობით ქვეყანას ჯერ არც კი დაუწყია საყოველთაო ვაქცინაცია და მაღალეფექტური და უსაფრთხო ვაქცინები, როგირიცაა „ფაიზერი“, საერთოდ წარმოუდგენელი ოცნებაა ამ ქვეყნებისთვის.
იმედია, ეს ტემპი არ დავარდება და ყველა ძალისხმევა იქნება გამოყენებული, რომ საქართველოში მაღალეფექტური ვაქცინები კვლავაც ხელმისაწვდომი იყოს! დიდი მადლობა ჩვენი ქვეყნის ნამდვილ მეგობარს, ამერიკის მთავრობასა და უშუალოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს.
ეს მხოლოდ დასაწყისია ამ პანდემიის დასასრულის, მაგრამ მთავარი ისაა, რომ პანდემიის დასრულება შესაძლებელია!
იმედია, „ფაიზერის“ ვაქცინის ახალი პარტიების შემოტანასთან ერთად სწორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული:
ყველა სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები რეგისტრაციის დროს პრიორიტეტულ სიაში იქნებიან.
ჩვენი უსაფრთხოების დამცველები, განსაკუთრებით, საპატრულო და სასაზღვრო სამსახურები, იქნებიან პრიორიტეტულები რეგისტრაციის დროს და ყველა იმ კეთილსინდისიერ მოქალაქეს, რომელმაც თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა და აიცრა დაბალეფექტური ვაქცინებით, 3-5 თვეში მათ მიეცემათ საშუალება, დარეგისტრირდნენ “ფაიზერის” “ბუსტერზე” ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ქვეყანა არ ჩაიკეტოს და ეს შესაძლებელია!
ყველგან გამოვიყენოთ სამედიცინო პირბადე
მაქსიმალურად დავიცვათ დისტანცია
გავაგრძელოთ მაღალეფექტური და უსაფრთხო ვაქცინებით ვაქცინაცია“, – დაწერა ფხაკაძემ ფეისბუქში.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comentarios