03/11/2021
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ ბრიფინგს ეხმაურება და მას მადლობას უხდის.
მისი თქმით, ზურაბიშვილი იყო პირველი პოლიტიკოსი, ვინც საჯაროდ აიცრა. “პირველად მოვისმინე სწორი პოლიტიკური გზავნილი ამ ბოლო დროს პანდემიასთან დაკავშირებით. სრულიად ვეთანხმები ჩვენს პრეზიდენტს.
ასევე უნდა უთხრა გულწრფელი მადლობა პრეზიდენტს ასევე ვაქცინაციის დროს ის იყო პირველი პოლიტიკოსი ვინც აიცრა საჯაროდ.
მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო”,- წერს გიორგი ფხაკაძე.
ცნობისთვის დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფომ კორონავირუსთან მიმართებაში ქმედით ნაბიჯები უნდა გადადგას. მისივე თქმით, საპატრიარქომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რათა მოუწოდოს მრევლს ვაქცინაციისკენ.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments