19/08/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
„ქვეყანაში ანტივაქსერული განწყობების გაღვივება არის თუ არა კამპანიური და მართული? – ეს უფრო კომბინირებული პროცესია. ერთი ორგანიზებული კამპანია რუსეთიდან და ჩინეთიდან მიმდინარეობდა, რაც ყველასთვის ცნობილია, ვინც ამ პროცესში ჩართულია. რუსეთი ახლაც აგრძელებს და ლაპარაკობს, რომ “სპუტნიკი“ მსოფლიოში ყველაზე ეფექტიანი ვაქცინაა და მისი დაცვის ხარისხი თურმე 93%-ს აღწევს. სხვათა შორის, “ფაიზერის“ და “ასტრაზენეკას“ ყველაზე დიდი ანტირეკლამა ამ ქვეყნიდან მოდიოდა, – შეხედეთ, დასავლური ვაქცინა ცუდია და ჩვენი კარგიაო. თვითონ რუსემარტო ვაქცინაზე არ არის ლაპარაკი, მოსახლეობას ნდობა არავისი აქვს ან ვის უნდა ენდო, ვინ არის ქვეყანაშითივე დაზარალდა, პროცესში მოქალაქეები ჩაითრიეს, რომლებიც მთლიანად ამ ვაქცინაციის წინააღმდეგ წავიდნენ. როგორც თავის დროზე შევარდნაძე ეუბნებოდა რუსებს, საქართველოში ჩადენილი ბუმერანგივით დაგიბრუნდებათო, ზუსტად ასე დაემართათ, უკან დაუბრუნდათ ანტივაქსერული კამპანია, რომელიც მთელ მსოფლიოში დაიწყეს, რათა თავისი ვაქცინა პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოეყენებინათ. ჩაუვარდათ ეს წამოწყება…“
მისი თქმით, ჩინეთიც იმავეს აკეთებდა და ახლაც ცდილობს, რომ გაავრცელოს ინფორმაციები, საკუთარი ვაქცინების ეფექტიანობაზე, სხვები კი აძაგოს… ჩინეთი და რუსეთი ცდილობენ გავლენის ქვეშ მოიქციონ ქვეყნები და ადამიანები, რითაც ყველასთვის ცუდ საქმეს აკეთებენ.
„გარდა ამისა, არიან კონკრეტული პირები, ცნობილია დაახლოებით 28 ადამიანი მსოფლიოში, ვინც ყველაზე ცნობილი ანტივაქსერია. მათ სექტანტებს ვუწოდებ, რომლებიც ცდილობენ სხვა ადამიანების შიშზე დიდი ფული იშოვონ. ძალიან მარტივადაა საქმე. იგივე ქალბატონი თინა თოფურია, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი ანტივაქსერია, სინამდვილეში თავის ბალახს ყიდის. აკეთებს რეკლამას, – აი, მე მაქვს წამალი, რომელიც კორონას წინააღმდეგ დაგეხმარებათო. ზოგიერთი ლაივ-ჩართვებს აკეთებს, ლაიქები სურს, მერე ამას სხვადასხვა კომპანიებზე ყიდის. ამასაც ხშირად პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ“, - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.
„არაერთი სტატია დაიბეჭდა, რომ ანტივაქსერები მილიარდზე მეტ მოგებას ნახულობენ თვეში მარტო რეკლამებით; აგროვებენ აუდიტორიას და ლაიქებს, რეკლამას ყიდიან. ანუ ცდილობენ ფული იშოვონ, მეტი არაფერი ადარდებთ. ასევე, არიან ადამიანები, რომლებიც გულწრფელად შეშინებული, დაბნეული არიან და განათლების დონეც დაბალია. შეიძლება ეს იყოს რელიგიური ან საერო განათლების პრობლემა. მთელ მსოფლიოში ბევრი რელიგიური ჯგუფიც კი მანიპულირებს, რომ სამყაროში ბოლო ჟამი დგას, ვაქცინა ეშმაკისეულია და ა.შ. სხვათა შორის, დიდი რელიგიების წარმომადგენლებიც კი ამბობენ, რომ კორონა არ არსებობს. მერე რომ დაემართებათ, თურმე არსებობს… სამწუხაროდ, ეს ტენდენცია მთელ მსოფლიოშია და საქართველოც ამის ნაწილია. – რუსეთმა “სპუტნიკით“ რა შედეგები მიიღო და მისი ავტორიზაციის საკითხი სადამდე მივიდა? – “სპუტნიკის“ ავტორიზაცია არის იქ, სადაც ერთი წლის წინ იყო, ანუ არსად… ჩინელებიც კი უფრო ჭკვიანურად მოიქცნენ. რუსებმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადი შეიტანეს და თქვენ უნდა ნახოთ ეს ყველაფერი. რეალურად, მთელი ეტაპებია გასავლელი, ვაქცინის შესახებ კლინიკური კვლევები და ა.შ. ცალკე თემაა, სად არის წარმოებული, როგორია ეს ხარისხი, უსაფრთხოება და ა.შ. მწარმოებლის ხარისხის სტანდარტიც ვერ გადალახეს, ანუ მარტივ ენაზე რომ აგიხსნათ, ჩვენში სახალხო კონტროლის ქალბატონი რესტორნებში რომ დადის და ვირთხებს ეძებს, აქაც ზუსტად ასეა, ჯანმო სანამ ვაქცინამდე მივა, ჯერ მიდის ქარხანაში და ამოწმებს, იქ “ვირთხები ხომ არ დარბიან”. რუსებმა ეს სტანდარტიც ვერ გადალახეს. საბოლო ჯამში, რაც უნდა ვატრიალოთ, დღეს მსოფლიოში ყველაზე ეფექტური ორი ვაქცინაა – “ფაიზერი” და “მოდერნა”. – ქართულ რეალობაში ანტივაქსერულ განწყობებს კიდევ რა კვებავს, თქვენი დაკვირვებით? – აქ მარტო ვაქცინაზე არ არის ლაპარაკი, მოსახლეობას ნდობა არავისი აქვს ან ვის უნდა ენდო, ვინ არის ქვეყანაში პიროვნება ან ორგანიზაცია, ინსტიტუცია, რომელსაც ვენდობით? ანტივაქსერული მოძრაობას ისიც კვებავს, რომ მოსახლეობა აღარ ენდობა სახელმწიფოს, ვისაც ეს ვაქცინები შემოაქვს. – ამ რეალობაში გამოსავალი სად არის, რომ ადამიანები აცრის გარეშე არ დარჩნენ და ამ კატასტროფას ნელ-ნელა თავი დავაღწიოთ? – ჩვენ კატასტროფას თავს ვეღარ დავაღწევთ, სამწუხაროდ, დავაგვიანეთ. ამას კიდევ არჩევნები ემატება, მეორე კატასტროფა, რომელიც მოდის. ამ ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილება საარჩევნოა და არა ის, რაც ადამიანებს სჭირდებათ. მაგალითად, ქვეყანა პირველ ივლისს ჩასაკეტი იყო, არავინ ჩაკეტა. ვაქცინაციის პროგრამა სულ სხვაგვარად იყო ასაწყობი. ჩვენთან ახლა ის სიტუაციაა, რაც ბრაზილიაში ხდებოდა პირველი ტალღის დროს. როცა პრეზიდენტი ამბობდა, მე ბიზნესი მირჩევნია დაავადების მართვასო. დაგავიწყდათ რაც იყო ბრაზილიაში? სხვათა შორის, ბრაზილიური შტამი ამიტომ წამოვიდა. ჩვენ ისე გავაკეთებთ, მალე ალბათ ქართული შტამი გვექნება. რა დროის კონცერტები და შეხვედრებია. მიხარია ოლიმპიელებმა რომ გაიმარჯვეს, მაგრამ ბოდიში, ამ პანდემიის დროს მსგავსის ჩატარება მიზანშეწონილი იყო? სრულად ნახეთ აქ: https://www.ambebi.ge/…/264032-rusuli…/…“ – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comentarios