01/07/2021
პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე ყოველდღიურად აწვდის ინფორმაციას საზოგადოებას ეპიდვითარებასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით.
პირადზე იშვიათად საუბრობს, ამბობს რომ არ უყვარს როცა პირად საკითხებზე ესაუბრებიან, თუმცა ბოლო დროს ამ მიმართულებითაც გააქტიურდა და რამდენიმე ინტიმური დეტალიც გააჟღერა პირადი ცხოვრებიდან.
მის მიღწევებზე ქართულ მედიაში ნაკლებად იწერება, თუმცა გაეროს ვებგვერდზე ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ მისი მრავალფეროვანი ბიოგრაფია. ასევე ახალი ამბავია ისიც, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე, ბიოგრაფიულ ლექსიკონში მის შესახებ ინფორმაცია უკვე არსებობს.
გიორგი ფხაკაძემ განათლება სხვადასხვა ქვეყნებში მიიღო, ერთ-ერთი ნეპალი იყო.
როგორც თავად ყვება, იქ მეგობრები ჰყავდა. თავიდან იფიქრა რომ დაისვენებდა… მაშინ ნეპალი ძალიან ღარიბი ქვეყანა იყო. თუმცა, იქაურ უნივერსიტეტში, საზოგადოებრივ ჯანდაცვის მიმართულებით ჰქონდათ კარგი პროგრამა.
დედასთან დავრეკე და ვუთხარი, რომ კატმანდუში მივდიოდი ერთი წლით…
უცებ სიჩუმე ჩამოვარდა, ველოდი, ახლა გადაირევა, ატეხავს წივილ-კივილს და ამ დროს მეუბნება, ხომ იცი, იქედან კამასუტრა წამოიღე და აქედან ბევრი პრეზერვატივი გაიყოლეო – ეს იყო დედაჩემი რეაქცია…
ფხაკაძე ფიქრობს, რომ ნეპალში გამგზავრება მის ცხოვრებაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო… სწორედ იქ დაწერა მისი პირველი წიგნი, რომელიც იქვე დაიბეჭდა და ეს წიგნი გაეროს შრომითი ორგანიზაციის კატალოგშია შეტანილი.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments