top of page

„მესამე ტალღა მოდის აპრილში, თუ არ ვიქნებით მომზადებულნი, გადაგვივლის” – გიორგი ფხაკაძე

05/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:


„დღეს ვისაუბრებ საკითზე, რომელიც ყველას აწუხებს,- სკოლების გახსნა, შეზღუდვების მოხსნა, ტრანსპორტის გახსნა. თურმე, „დავამარცხეთ კოვიდი“, თურმე, „მსოფლიოში კოვიდი დამარცხებულია“, მოსახლეობის 95 პროცენტს უკვე „ჯოგური იმუნიტეტი“ აქვს, როგორც, მაგალითად, – ბრაზილიის ქალაქ მანასში მოსახლეობის 75 პროცენტი ინფიცირებულია. საქართველოში, ალბათ, უკვე 100 პროცენტმა გადაიტანა კოვიდი, არის ჯოგური იმუნიტეტი, ქვეყანა იხსნება და ვიწყებთ ცხოვრებას. – გილოცავთ, ასეთ „გადასარევ გადაწყვეტილებას“!


ხუმრობას თავი დავანებოთ, მოკლედ, – როცა გავიგე გახნასთან დაკავშირებით, პირველი, ის გვაჩვენა, რომ სახელწიფომ ვერ გაუძლო წნეხს და მიიღეს ნაჩქარევი გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება იმდენად უსუსური გადაწყვეტილებაა, რომ მე შემრცხვა, სიმართლე რომ გითხრათ. საინტერესოა, რომ ბატონ მიხეილზე ერთი-ორი სიტყვა ვთქვი, რომ შეეშალა, ალბათ, ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა, მალტაში – ვაქცინებთან დაკავშირებით, – მალტას ახლაც აქვს პრობლემა ვაქცინასთან დაკავშირებით, კი დაგეგმეს ასტრაზენეკას ვაქცინა, არ ყოფნით ფაიზერის ვაქცინა, მოდერნას ვაქცინას დამატებით ყიდულობენ, – 80 ათას დოზას. როცა ვთქვი, რომ ბატონი მიხეილი არ არის მართალი, დამესია ხალხი, გამლანძღეს და დავისვენე უკვე, ზოგი არხი უკვე აღარ მაწუხებს, ძალიან ნაწყენი ვარ, ისეთი „ნაწყენი“, ღამეები არ მძინავს.


ეს არის ჩვენი სახელმწიფოს რეალობა, პორალიზაცია არის ძალიან დიდი და რასაც ჰქვია გულღია, სწორი ინფორმაციის გაჟღერება არავის არ უნდა და გადავარდნილები არიან ერთმანეთის ლანძღვაში და ა.შ. იმის მაგივრად, რომ ყველამ ერთად ვიმუშაოთ და დავუჭიროთ მხარი ერთმანეთს. სახელმწიფო არის ერთი, არ აქვს მნიშვნელობა, ოპოზიცია ხარ თუ პოზიცია, ყველა ერთად უნდა დავეხმაროთ ქვეყანას და უნდა გადავდოთ ყველაფერი მეორე „პლანზე“. მე როგორც ვატყობ, კარგი მიმართულებით არ მივდივართ, სიმართლე რომ ვთქვა.


მე, როგორც ექიმი ვხედავ, რომ ქვეყანა მიდის უფსკრულისკენ და გეტყვით, რაშია საქმე, – გავიდა ერთი წელი და ქვეყანამ ვერაფერი ვერ ისწავლა, სკოლაში სწავლობ მათემატიკას – 2+2, არის ოთხი, შეიძლება ერთი თვე ვერ ისწავლო, ორი თვე, მაგრამ ერთი და ორი წლის მერე რომ ვერ ისწავლი 2+2, რომ არის ოთხი, ამას რა ჰქვია, არ ვიცი!


ნოემბერი ყველას დაავიწყდა, ზაფხული ყველას დაავიწყდა, ვირუსი წავიდა, რეგულაციები დაალაგეთ, ყველაფერი დალაგებულია? რა გახსნაზეა, საუბარი? ხომ უნდა გაგიჟდე, როცა ვიღაცა გააკეთებს შეცდომას. როგორც ბატონ მიხეილმა გააკეთა შეცდომა, არ ვიცი, ვინ მიაწოდა ეს ცრუ ინფორმაცია და შეცდა ადამიანი, განგებ შეცდა თუ არა, ეს ჩემი საქმე არ არის, არასწორი ინფორმაციაა, მორჩა!


დღეს სახელმწიფოზე მაქვს საუბარი, რას ხსნით, გამაგებინეთ, სკოლებს ხსნით? მე ხომ გაფრთხილებდით, ხალხნო მესამე ტალღა მოდის აპრილში, რა ენაზე უნდა ვილაპარაკო?! მთელი ევროპა არის შეშინებული, აპრილში იქნება მესამე ტალღა, კიდევ უფრო მკაცრი ჩაკეტვები იქნება, ჯინი გამოიპარა ყუთიდან, ეს ჯინი არის როგორც ბრიტანული ვირუსი, ასევე სამხრეთ აფრიკის ვირუსი და კიდევ ბრაზილიაც დაგვემატა. ნუთუ, ვერ ხვდებით, რომ მუტაცია არის უკვე და დაბოდიალობს უკვე ყველგან? ჩვენთანაც არის შემოსული და რატომ ვიტყუებთ თავს? ციფრები რომ ჩამოვიდა ქვემოთ, ეს არაფერს ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ ცოტა ამოისუნთქა ჯანდაცვის სისტემამ, რომ შენ გაქვს საშუალება, გადაალაგო, მოემზადო, ეს არის როგორც ჯარი, ომი, -ომი იყო ნოემბერში და ვირუსი თავის მომზადებას აკეთებს და ჩვენ ვემზადებით და აპრილში იქნება ხელახლა შეჯახება და ხომ უნდა მოვემზადოთ ამ შეჯახებისთვის?! თუ ვიქნებით შეირაღებული, ვერაფერს გვიზამს და თუ ვიქნებით შეუიარაღებელი, გადაგვივლის მთლიანად.


მართლა არ მინდა, რომ შეგაშინოთ, არ მინდა ცუდი ინფორმაცია, მინდა პოზიტივი, მაგრამ სად არის ეს პოზიტივი, რა?!


ჩემი მოსაზრებაა ძალიან მარტივი, სკოლები გაიხსნა ძალიან ნაადრევად, მე კი არ ვამბობ, რომ არ გაიხსნას, პირიქით, ყველაფერი უნდა გაიხსნას, ოღონდ მკაცრი რეგულაციების დაცვით, – სკოლები უნდა გაიხსნას, მხოლოდ მკაცრი რეგულაციებით, –სამედიცინო პირბადე, (ყველას ცხვირზე უნდა ეკეთოს), ორმეტრიანი დისტანცია, ხელების დაბანა სუფთა ტუალეტებში, უკლებლივ ყველა სკოლა უნდა იყოს სტერილური, როგორც საოპერაციო, რათა დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობა დაინფიცირებისაგან, სხვა შემთხვევაში, ჩათვალეთ, რომ ჩვენ შვილებს ვუშვებთ ფრონტის წინა ხაზზე.


დაფიქრდით, ბავშვი მიდის სკოლაში, არის საკლასო ოთახში და გვერდით, ბავშვი არის ინფიცირებული, ის გადადებს სხვა ბავშვებსაც ვირუსს, შემდეგ ბავშვი მოვა სახლში და მთელი ოჯახი დაინფიცირდებით. ბავშვებს შორის უნდა იყოს დისტანცია. თუ თქვენ გაუშვებთ სკოლებში ბავშვებს, მოითხოვეთ ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ ვალდებულები არიან. ბავშვი უნდა იყოს დაცული, რომელსაც, რასაც დიდები ეუბნებიან, იმას აკეთებს.


ჟურნალისტებმა ერთი სკოლა მაინც გადაიღეთ. რომელი სკოლაც ვერ დაიცავს რეკომენდაციებს, ვერ გააკეთებს ბარიერებს, ეს სკოლა არ უნდა გაიხსნას, ეს არის დანაშაული.


ჯანდაცვის სამინისტრო უნდა იყოს ცალკე, არ უნდა იყოს ბევრ რაღაცასთან გაერთიანებული. ხომ ხედავთ, მძიმე მდგომარეობაა. შრომის სამინისტრო უნდა იყო ეკონომიკის სამინისტროსთან და ა.შ. კარგი, როლ განათლების სამინისტრო იქნება ცალკე, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა.


ვიღაცამ დაწერა, როდის მადარდება ადამიანები! – ეს ბავშვები თქვენი შვილები ხომ არიან! მე ბავშვს არ გავუშვებ სკოლაში.


როცა ვამბობ, – ხალხნო, ასე იქნება, სრულდება! ვინმეს თუ ჰგონია, ეს მიხარია, ძალიან ცდება! საქართველოში, ზოგზოგიერთზე ჭკვიანი ვარ და რა ვქნა, ეს ჩემი ბრალია?! ამ ჩართვებს რომ ვაკეთებ, ხომ დროს ვკარგავ, უანგაროდ რომ ვაკეთებ ამას, თქვენს ტვინში არ შედის, რატომ აკეთებს ეს კაცი ამას უანგაროდ?


მსოფლიომ 25 წლით გადაიწია უკან, მსოფლიოში ფული აღარ არის. თქვენ კიდევ გონზე ვერ მოდიხართ, რა ხდება. დონორებს აღარ აქვთ ფული, ვინ უნდა დაგეხმაროს?! უმძიმესი მდგომარეობაა მსოფლიოში! სიღარიბე იზრდება მსოფლიოში! ეს წელი იქნება ძალიან მძიმე წელი მთელ მსოფლიოში, მარტო საქართველოში კი არა. უმუშევრობა არის მთელ მსოფლიოში. იმის მაგივრად, რომ იყოს კონსოლიდაცია ყველასი. ეს ოპოზოციაც, რა, – გააწყალეთ გული! ბუნკერში უნდა ჩაკეტო ყველა პოლიტიკოსი, სანამ არ გამოძებნიან გამოსავალს. ლანძღავენ ერთმანეთს, პატარა ბავშვებივით იქცევიან! ხომ შეიძლება, დამთავრდეს ეს ყველაფერი! არ ვარ პოლიტიკოსი და არ მაინტერსებს პოლიტიკა, მაგრამ ძალაუნებურად ჩაგითრევენ შიგნით! გუგლით მართულია ქვეყანა, გუგლით მართულია ოპოზიცია!


სტანდარტული გეგმაა მთელს მსოფლიოში, 92 ქვეყანას გადაუგზავნეს, ასე უნდა გააკეთოთ. ვიეტნამი ამოიღეს და ჩაწერეს საქართველო!


მე გითხარით, რომ საქართველოში ჩამოვა ჯანდაცვის ორგანიზაციის დამტკიცებული ვაქცინა, ხომ გავაკეთეეთ ეს! მადლობა ყველას! ვისი დამსახურებაა? – ჩვენი დამსახურებაა! მე არასოდეს არ ვიტყვი, რაღაცა არის ჩემი დამსახურება! არის ჩვენი დამსახურება, რომ არ ჩამოვიდა ჩინური ვაქცინა…“ – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ.





Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


3 views0 comments
Post: Blog2_Post
bottom of page