top of page

„მეტად გადამდებია და ახასიათებს ფილტვების უფრო დაზიანება“ – გიორგი ფხაკაძე კოვიდის ახალ ვარიანტზე

Writer's picture: Giorgi PkhakadzeGiorgi Pkhakadze

27/10/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. მისი თქმით, ის აქამდე არსებულ ვარიანტებთან შედარებით მეტად გავრცელებადია და ფილტვებს უფრო მეტად აზიანებს. „გაიცანით ახალი კოვიდ ვირუსის ვარიანტი “AY.4.2“ ჯერ სახელი არ აქვს (ზოგი ექსპერტი დელტა + ეძახის მაგრამ ის K417N არის. შესაბამისად, ზოგი ექსპერტი დელტა ++ ეძახის, რაც გინდათ ის დაუძახეთ, ფაქტია, რომ ვერაგია. მე უფრო მომწონს „დელტას შვილიშვილი“), ისე დელტა ვარიანტის „ოჯახიდან“ არის, პირველად „შეამჩნიეს“ ივლისში, მაგრამ უკვე გავრცელდა მთელს მსოფლიოში, ყველა კონტინენტზე და 33 ქვეყანაში უკვე „ამოიცნეს“ ლაბოლატორიებში: ავსტრალიაში, ინდოეთში, სამხრეთ კორეაში, ამერიკაში, ევროპაში, ბრიტანეთში კი 6% ახალი ინფიცირებული. უკვე ამ ახალი ვარიანტით არიან ინფიცირებულნი და ფხაკაძე გაცნობებთ, რომ საქართველომდეც არის ჩამოღწეული ეს ახალი ვარიანტი (ოფიციალურად ჯერ ვერ) არ დაადგინეს, ისე ყველა ვარიანტების და ტალღების გამოცხადება მე მიწევს და მერე „ოფიციალურად“ 1-2 კვირის მერე აღიარებენ ხოლმე, ამას მგონი ყველა შეეჩვია). ეს ვარიანტი არის „დელტა ვარიანტის“ (B.1.617.2) 10-15% კიდევ უფრო გადამდები და ახასიათებს ფილტვების უფრო დაზიანება. შეგახსენებთ „დელტა“ ანუ ინდური ვარიანტი 50% უფრო გადამდები იყო ვიდრე „ალფა“, ანუ ბრიტანული ვარიანტი. ისე, ვინც გადაიტანა უკვე კოვიდი, დაცულები არ ხართ რომ ეს დელტა+ და ++ არ დაგემართებათ, ჩათვალეთ რომ არც გადაგიტანით კოვიდი, ანუ იმუნიტეტი არ გააქვთ ასევე, ვინც ხართ აცრილი სპუტნიკით, სინოფარმით, სინოვაკით და ასტრაზენეკათი. დაცულები არ ხართ და დროზე აიცერით ფაიზერით. კარგი ამბავი არის ის, რომ საქართველოში არსებული ვაქცინებიდან „ფაიზერი“ არის ეფექტური როგორც დელტა ასევე დელტა+ შემთხვევებში. სამედიცინო პირბადე არის ასევე საკმაოდ ეფექტური. ფიზიკური დისტანცია (საუკეთესოა 2 მეტრიანი) ასევე აჩვენებს კარგ შედეგებს. ფრთხილად იყავით“, – წერს ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil





3 views0 comments

留言


Post: Blog2_Post
bottom of page