top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

მე ვარ წინააღმდეგი!.. მე-4 ტალღაშია ქვეყანა… – რას ეწინააღმდეგება გიორგი ფხაკაძე

16/07/2021

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე სოიცალურ ქსელში წერს.


მისივე თქმით, მე-4 ტალღაშია ქვეყანა და მარტო დაბალეფექტური ვაქცინებით ეპიდემია კი არ ჩერდება, პირიქით, ხელი ეწყობა.

„ფაიზერი არის 10-ჯერ უფრო ძლიერი/ეფექტური, ვიდრე ჩინური ვაქცინები. ამას ვამბობდი პირველივე დღიდან, როცა დააპირეს ამ “პლაცებო” (სინამდვილეში წყალი რომ არის და ვითომ წამალი ჰქვია) ვაქცინების შემოტანა საქართველოში.

დიახ, მე ვიყავი და ახლაც ვარ საქართველოში დაბალეფექტური ვაქცინების შემოტანის წინააღმდეგი.

რამდენმა კოლეგამ, ჟურნალისტმა და ტელევიზიამ “ანტივაქსერად” მომნათლა ამის გამო, მაგრამ არაუშავს, „ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო”, დედაჩემმა ასე მასწავლა… დედა მასწავლიდა – ტყუილი არასდროს თქვა, ილაპარაკე მხოლოდ სიმართლე, როგორი მწარეც არ უნდა იყოს და შენთვის საზიანოც რომ იყოს, ვინაიდან დრო გავა, ტყუილი მაინც გამოაშკარავდება და სიმართლე საბოლოოდ ყოველთვის გაიმარჯვებს

საქართველოსთვის მინდა ძლიერი და მაღალეფექტური ვაქცინები – ფაიზერი, და დავასრულოთ ამით ეს ვერაგი ვირუსი.

მე-4 ტალღაშია ქვეყანა და მარტო დაბალეფექტური ვაქცინებით ეპიდემია კი არ ჩერდება, პირიქით, ხელი ეწყობა. დაბალეფექტური ვაქცინით აცრილი ადამიანი სიფრთხილეს აღარ იჩენს, ვინაიდან ჰგონია, რომ აიცრა და უსაფრთხოდაა, სინამდვილეში კი ასე არ არის.

ყველა დაბალეფექტური ვაქცინის შემდეგ უნდა იყოს გამოყენებული მაღალ ეფექტური ვაქცინა ანუ:

თუ არის გაკეთებული 1 დოზა (ჩინური ან ასტრაზენეკას ვაქცინა) მე- 2 დოზა უნდა გაკეთდეს ფაიზერი 4 კვირაში;

თუ არის გაკეთებული 2 დოზა ჩინური ან ასტრაზენეკა, მე-3 დოზა (ბუსტერი ანუ გამაძლიერებელი) უნდა გაკეთდეს ფაიზერი 4 კვირაში;

ყველგან გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე (აცრილებმაც და კოვიდგადატანილებმაც),“ – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil





2 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page