1 დეკემბერი, 2021
„აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებას ეხმაურება:
„სიტყვა-სიტყვით მიჯერებენ….
ოღონდ, მე ვმუშაობ და ხელფასს ეგენი იღებენ…
ისე, ჩანს, მუდმივი მწვანე პასპორტის “ავტორებს” კოვიდ-19 წითელა ჰგონიათ. კოვიდი არ არის წითელა და არ არის სეზონური “გრიპი”. (ვინ არის ეს ხალხი, ხომ არ იცით?!)
არაერთხელ ვთქვი:
ჯანდაცვის სისტემის მიერ არჩატარებული საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია – ეს არის დანაშაული“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
მისი თქმით, დღემდე ბევრს სჯერა, რომ კოვიდ-19 დაავადების საწინააღმდეგო-პროფილაქტიკური ვაქცინები – “ექსპერიმენტულია” (სამწუხაროდ, ჩემი კოლეგებიც არიან ამ ჩამონათვალში). ფაიზერი უკვე მიიღო ამერიკის წამლის სააგენტოდან ყველა ავტორიზაცია.
„მოსახლეობა არ არის ვალდებული, ინფორმაცია “მოიპოვოს”, ხელისუფლების ვალდებულებაა მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია მარტივ და გასაგებ ენაზე.
არ შეიძლება ასე….არ შეიძლება ასე გაგრძელება. ყველას თავისი სახელი უნდა დაერქვას და ყველა თავის კუთვნილ ადგილზე უნდა იყოს
არაპროფესიონალიზმი კლავს“ – წერს „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე .
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფს ექნება რეკომენდაცია, კოვიდგადატანილებთან დაკავშირებით, ე.წ. მუდმივი მწვანე სტატუსის გადაწყვეტილება გადაიხედოს. უვადო მუდმივი მწვანე სტატუსი უნდა იყოს შემცირებული 6 თვემდე. 6-თვიანი პერიოდი ეს არის ის, რაც ახლა სჭირდება საქართველოს. ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა:
„პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. იყო მოსაზრება, – კორონავირუს გადატანილებზე ყოფილიყო 6-თვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, – ეს შეზღუდვა მოგვეხსნა, საბჭომ გაიზიარა ჩემი წინადადება, ამიტომ, მწვანე სტატუსი ექნება პირს, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება ე.წ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია, გაფართოვდება მისი მოქმედების არეალი“.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა:
„მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, – აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია, გავუფრთხილდეთ საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობას.
ბოლოს მინდა ვთქვა, რომ არ იყოს რაიმე სპეკულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება,– ჩვენ ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით. არ არის ვაქცინაცია სავალდებულო, ჩვენს ქვეყანაში არ გახდება სავალდებულო. ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებას მე არ შევცვლი. რა თქმა უნდა, ჩვენს მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, უნდა დავეხმაროთ, განვუმარტოთ, – ვაქცინაცია არის გამოსავალი პანდემიის დასრულების და აცრა გვიცავს სიკვდილისგან. ეს არის ყველაზე მთავარი არგუმენტი, რაც უნდა ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს“.
---
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
---
ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil
Kommentarer