04/08/2021
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას ხშირად უზიარებს რჩევებს კორონავირუსთან დაკავშირებით, ვაქცინებსა და სხვა საინტერესო საკითხებზე.
ერთ-ერთ ჩართვაში ფხაკაძე პირად ცხოვრებაზე საუბრობს და მისი პროფესიის შესახებ ელაპარაკება.
პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე იხსენებს იმ საწყის ეტაპს, როდესაც მისი ოცნება ქუთაისში, საღორის საავადმყოფოში ქირურგად მუშაობა იყო.
ფხაკაძე იხსენებს, რომ ინდოეთში მუშაობის დროს უქმე დღეებში უკიდურეს სიღარიბეში მყოფ ხალხთან მიდიოდა, სადაც 300-500 ადამიანი ცარიელ ადგილას ცხოვრობდა და ეხმარებოდა.
ძვირადღირებულ საავადმყოფოდან წამლები, ნარჩენი ბინტები მიმქონდა, საკუთარი სახსრებით ანტიობიოტიკებს და ვიტამინებს ვყიდულობდი. 100 ადამიანს ვნახულობდი დღეში, რიგი დგებოდა, ახლა მიკვირს, როგორ ვახერხებდი. იქ კვლევა ჩავატარე და დისერტაცია დავიცავი. ასევე, სექსმუშაკებთან ვმუშაობდი. ბევრი შეცდომა დავუშვი, მაგრამ შეცდომებზე ვსწავლობთ.
აქვე პროფესორი მსმენელებს ურჩევს, რომ მაქსიმალურად მოერიდონ ნეგატიურ ინფორმაციებს.
„დილით რომ გაიღვიძებთ, თქვენს თავს უთხარით რომ კარგად ხართ. ერთმანეთს გაუღიმეთ. მაგალიტად, სომალიში ყოფნის დროს, გამაფრთხილეს, რომ ორი რამისთვის არ უნდა მეხლო ხელი. ეს იყო აქლემი და ქალი. მაგრამ შეიძლებოდა ტერორისტისთვისაც გაგეღიმა. ამიტომაცაა, რომ დღეს რომ გელეპარაკებით და აქ ვარ, ეს ჩემი ღიმილის დამსახურებაა. მე თუ დღეს ცოცხალი ვარ, ჩემს ღიმილს ვუმადლი. შეეცადეთ დღეში ერთხელ რამე სიკეთე გააკეთოთ.“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments