top of page

„მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამ ძალისხმევისთვის... ეს არის ნამდვილად დიდი წარმატება საქართველოს

Updated: Jul 24, 2023

22/07/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.


მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.


ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.


კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა ნებაყოფლობითია, თუმცა საყოველთაო პროგრამაში ჩართვისას ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება.


აკრედიტაციის ვადად 2025 წელია განსაზღვრული, პროცესი უკვე დაწყებულია და ამ ეტაპზე 13 კლინიკაა კანადური აკრედიტაციის პროგრამაში დარეგისტრირებული.


საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.


ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.


აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაცია უკვე რეალობაა საქართველოში...

„სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაცია უკვე რეალობაა საქართველოში

ეს არის ნამდვილად დიდი წარმატება საქართველოსთვის.

ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი ხარისხიანი ჯანდაცვისკენ“, - ამბობს გიორგი ფხაკაძე.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე მადლობას უხდის საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილსა და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს თამარ გაბუნიას.

„მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამ ძალისხმევისთვის:

საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ბატონ ზურაბ აზარაშვილი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ქალბატონ თამარ გაბუნიას“ - აცხადებს გიორგი ფხაკაძე.


გიორგი ფხაკაძე, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. #drpkhakadze #accreditationge


საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.



მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები - ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან





Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе





70 views0 comments

Yorumlar


Post: Blog2_Post
bottom of page