21/08/2021
გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე მის მოღვაწეობაზე და იმ პირობებზე საუბრობს, რა პირობებშიც მან თავისი ცოდნით ყველაფერს მიაღწია.
“5 წლის წინ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების წევრად დამასახელა. სულ 10 ადამიანი ვართ და მათ შორის არიან ოქსფორდის, ჰარვარდის პროფესორები, ერთ-ერთი გიორგი ფხაკაძეა. 5 წელია გაერო-ს გენერალურ მდივანს ვაწვდი ინფორმაციას.
დაგუგლოს და ნახოს, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა თავის მთავარ ვებგვერდზე რომ დაწერა გიორგი ფხაკაძე დანარჩენ 9 სხვა ადამიანთან ერთად.
რატომ დადის გიორგი ფხაკაძე გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ყოველ წელიწადს, ხომ არ იცით? მე არ ვარ გაერო-ს ოფიციალური თანამშრომელი, მაგრამ ჩემი თანამდებობა გაერო-ს თანამშრომელზე უფრო მაღალია! გაერო-ს გენერალური მდივნის ზემოთ არის სამეთვალყურეო, დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების საბჭო. ვერც წარმოუდგენიათ, რომ ქართველი იყოს ასეთ მაღალ თანამდებობაზე.
ანგარიშს მე მაბარებდა მსოფლიო ბანკი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი, გლობალური ფონდი და ა.შ. გაერო-ს გენერალურ მდივანს დამოუკიდებელ ანგარიშს ვაწვდიდი, როგორი უნდა ყოფილიყო მსოფლიო ჯანდაცვა 2030 წლამდე.
მე რომ ებრაელი ან სომეხი ვიყო, ძეგლს დამიდგამდნენ ქალაქის ცენტრში და ქუჩაც იქნებოდა ჩემი სახელობის. ქართველებს რა გვჭირს?! ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქუთაისელმა ბიჭმა, რომელსაც არავინ ჰყავდა ზემოთ, თავისი ცოდნით მიაღწია ყველაფერს”, – უთხრა “სარკეს” გიორგი ფხაკაძემ.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
წყარო: სარკე
Comments