top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

მიკვირს, ნუთუ მე, ერთმა ქუთაისელმა ბიჭმა ამდენი შევძელი… არ მეშინოდა ფეხის დაცდენის…

21/07/2021

პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე იხსენებს იმ საწყის ეტაპს, როდესაც მისი ოცნება ქუთაისში, საღორის საავადმყოფოში ქირურგად მუშაობა იყო.

„ახლა უკან რომ ვიხედები, მიკვირს, ნუთუ მე, ერთმა ქუთაისელმა ბიჭმა ამდენი შევძელი… მიკვირს, ნეპალში დაკიდებულ აღმართზე, უფსკრულის პირას საცალფეხო ბილიკზე უშიშრად მიმავალს, როგორ არ მეშინოდა ფეხის დაცდენის… თავში როგორ მომდიოდა ის აზრი, რომ კვლევები მეწარმოებინა იქ, სადაც ჯერ კიდევ ხალხი ხეზე ცხოვრობდა.

დიდი გზა გავიარე, რთული და საინტერესო გზა, სულ უფსკრულის პირას ვიარე… დანაღმულ ველზე… გაუკვალავი გზებით ვიარე ქუთაისიდან ჟენევამდე“…

გიორგი ფხაკაძემ ავტობიოგრაფიული წიგნის გამოცემა თუ გადაწყვიტა, ალბათ, სქელტანიან შემოქმედებას ეს პროლოგი დაამშვენებდა.

ჟენევაში გულ-სისხლთა დაავადებების დეპარტამენტში ვმუშაობდი, ძირითადად ბევრი ქვეყნის პროექტებს ვმართავდი. ჩვენს დროს დაიბეჭდა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელსაც ახლა საქართველოში ბევრი იყენებს და არ იციან, ვისი ხელი ურევია.


ეს არის გათვლა, თქვენი წონით, ასაკით, სქესით და გეუბნებიან, რომ 10-15 წელიწადში თქვენ შესაძლოა, დიაბეტი დაგემართოთ. ბევრ კომპიუტერულ, სამედიცინო დოკუმენტშიც ჩადებულია, მთელ მსოფლიოშია გავრცელებული.

შემდეგ მუშაობა ბირმაში დავიწყე. ეს არის მეორე ქვეყანა, რომელიც ოპიუმს აწარმოებს. ანუ ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტოა. გვიან გავიგე, თურმე ყველა ჩემი თანამშრომელი უშიშროებას წარმოადგენდა. 150 თანამშრომლიდან უცხოელი მხოლოდ ორი ვიყავით. შესამოწმებლად, აუდიტი მოვიდა, ჩემი უფროსი ავად გახდა და ამ ოფისს 7 თვე ვმართავდი. მე იქ გავიცანი მიხეილ მღვდელაძე, რომელიც რუსეთის ფედერაციის ელჩი იყო ბირმაში. წარმოიდგინეთ, 2 ქუთაისელი რომ შეხვდება ერთმანეთს, დავმეგობრდით. ძალიან ბევრი რამ მასწავლა. აგვისტოს ომის დროს, 2008 წელს იქ ვიყავი.

ბირმის შემდეგ მეორედ ჩავედი სომხეთში, სადაც ჩემი ჩასვლის გამო ლამის გული გაუსკდათ. იქ გლობალური ფონდის მენეჯერად დამნიშნეს, ფინანსური პრობლემა ჰქონდათ, შევძელი და მოვაგვარე.

შემდეგ თბილისში ჩამოვედი. ბევრი რამ მქონდა მისახედი, დედაც გარდაცვლილი იყო. დიდხანს ვერ გავჩერდი, სხვადასხვა ქვეყანაში მივდიოდი, პატარ-პატარა საქმეებს ვაკეთებდი. საქართველოში ორგანიზაცია „ზიანის შემცირების ქსელში“ ვმუშაობდი, გავაცოცხლე. ეს იყო ჩემი პირველი გამოცდილება სუფთა ქართულ ორგანიზაციასთან მუშაობის. პირველი 1-2 კვირა ხარ მესია, შენზე ამყარებენ იმედებს, 2 თვის შემდეგ კი ცოცხლად გმარხავენ. ეს ჩემი არასასიამოვნო გამოცდილება იყო.

შემდეგ ინდოეთში წავედი, იქაურ ჯანდაცვის სამინისტროში ვმუშაობდი და მინისტრის მრჩეველი ვიყავი. ეს იყო დისტანციური და ელექტრონული სწავლება. შემდეგ საქართველოში ჩამოვედი და „ალდაგში“ 6-7 თვე ვიმუშავე.

ჩემი ოჯახის კლინიკა იყო, რომელიც შემდეგ „ევექსად“ გარდაიქმნა. გენერალური დირექტორის მოადგილე ვიყავი სტრამოჭრაატეგიისა და განვითარების სფეროში. 1 წელი ვიმუშავე და 16 პროექტი დავუდე. ახლა ვინც მისმენთ, ალბათ გახსოვთ, როგორ გაწვალებდით.

შემდეგ გაეროში კარგი კონტრაქტი შემომთავაზეს და ახლო აღმოსავლეთში წავედი. პალესტინაში, ღაზას სექტორში ელექტონული ჯანდაცვა მუშაობს და საქართველოში არა. ღაზა შემოვლილი მაქვს, 141 ჯანდაცვის დაწესებულება შევაფასე, როცა ვსაუბრობ ჯანდაცვაზე, ვიცი, რასაც ვამბობ. ვიყავი ერაყში, სირიაში.

„როცა ადამიანი მეკითხება: ვინ ხარ? რა გაგიკეთებია? რა გისწავლია? – აი ესაა პასუხი. ეს არის ჩემი კონტიბუცია, რაც კი შემიძლია გავაკეთო.

გზა, რომელიც გავიარე, ძალიან გრძელი და რთულია. როცა მე რომელიმე ქვეყანაში ჩავდივარ და ვამბობ, რომ ეს ასე უნდა გაკეთდეს, კითხვის ნიშნები არ არის და არ მეკითხებიან – რატომ? ეს მოდის იქიდან, რომ ჩემს კარიერაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი და ამაზე ვისწავლე. ინტუიციით ვხვდები, რა იმუშავებს, ან პირიქით. მერე ვიღაც გამოდის და მეკითხება, რა იციო…. “, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



7 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page