top of page

„მინდა, მადლობა ვუთხრა ბატონ რომანს. პოლიტიკური კომენტარებისგან გთხოვთ, თავი შეიკავოთ“ – გიორგი ფხაკ

7 ივნისი, 2022

აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე რომან გოცირიძის განცხადებას ეხმიანება:

„მინდა, მადლობა ვუთხრა ბატონ რომანს. პოლიტიკური კომენტარებისგან გთხოვთ, თავი შეიკავოთ“.

რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს: „როცა კორონა მორჩა თუ მილევისაკენ წავიდა, სწორედ მაშინ შემეყარა. აქამდე რომ გადავრჩი სამ რამეს ვუკავშირებ: აცრებს(სამჯერ), წესების ზედმიწევნით დაცვას(განსაკუთრებით პირბადე) და შემთხვევითობას( ანუ იღბალს).

როცა ანტივაქსერი მთავრობის მიერ საყოველთაო ნიჰილიზმი დამკვიდრდა ქვეყანაში წესების მინიმალურად დაცვის მხრივ, მართლაც უკვე აზრი აღარ ჰქონდა ნიღბის ტარების მოთხოვნის შენარჩუნებას. ინერციით ერთი ხანი კი ვიყენებდი( ეულად ვიჯექი პარლამენტის სხდომაზე პირბადიანი), მაგრამ მერე შევეშვი. სასაცილო თეთრი ყვავის როლში ვიყავი. იმდენად სიფრთხილის გამო კი არა, პრინცების გამო ვმოქმედებდი ასე.

დარწმუნებული ვიყავი, რომ აუცილებლად მომიწევდა ომიკრონთან შეხვედრა, რადგან ვარ რაციონალური ლოგიკის მიმდევარი და კარგად მაქვს შესწავლილი ალბათობის თეორია:))

იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის, რადგან იმავე ალბათობის თეორიისა და ბუსტერის წყალობით, იღბალი, ანუ იგივე ალბათობა არ მაქცევს ზურგს:))

კორონავირუსმა ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი. პირადად ჩემთვის ადამიანებსაც-პოლიტიკოსი იქნება ეს, მღვდელი თუ ჩველებრივი პროვაქსერი თუ ანტივაქსერი.

პატარა საქართველოში ვირუსმა იმსხვერპლა 16 800 ადამიანის სიცოცხლე, რაც ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგია მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით. ამაში დამნაშავე არის ხელისუფლებაც და საზოგადოების საკმაო ნაწილიც.

ბევრი, მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, იმით ამაყობს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში პირბადე არ გამოუყენებია. ამით თურმე “თავისუფლებას” უდგამდა ცოცხალ ძეგლს. სინამდვილეში კანონს არღვევდნენ და სამართლებრივი ნიჰილიზმის დანერგვაში იღებდნენ მონაწილეობას.

“ნიღაბს არ გავიკეთებ” იმაზე მეტი გოიმობაა, ვიდრე ძველბიჭური “ქუდს არ დავიხურავ, ქოლგას არ დავიჭერ”.

კორონები მიდიან და მოდიან. იმედია, ახალ მოსვლას უფრო მომზადებული შევხვდებით და უფრო გამდიდრებული ჭკუით.“

---


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD



---


ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvili





Kommentare


Post: Blog2_Post
bottom of page