23/08/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას ეხმაურება:
„რა თქვა ასეთი მინისტრმა, რაც შეიძლება გაუგებარი იყოს?! – ახლა ადამიანს გაგება თუ არ უნდა და სირაქლემის პოზიციაში ყოფნა ურჩევნია, ეგ სხვა საქმეა, იმას არაფერი ეშველება, სამწუხაროდ, ეს არის ფაქტი. მინისტრი კი მართალია, და ვეთანხმები“.
საქართველოში ორჯერადად აცრილი პაციენტი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით:
-„მსგავსი შემთხვევა არის დაფიქსირებული. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია, თუმცა მსოფლიოში ერთეული შემთხვევები ფიქსირდება მსგავსი და ასეთი დაფიქსირდა საქართველოშიც. ეს არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, რადგან ეს არის 0.001 პროცენტი. ძირითადად, ვაქცინა გვიცავს ლეტალური შემთხვევებისგან. ამ პაციენტებში იყო განვითარებული სიცოცხლისთვის შეუსაბამო სხვადასხვა დაზიანება, რომელიც გამოწვეული იყო მათი ქრონიკული დაავადებებისგან. ამ შემთხვევაში ექიმების ძალისხმევაც აღმოჩნდა უშედეგო. ეს არ უნდა იყოს პანიკის საფუძველი, რადგან ერთეული შემთხვევები არის მთელს მსოფლიოში“.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა: -„ჯერჯერობით მიმდინარეობს ამ ფაქტის მოკვლევა, ისევე როგორც წინა ფაქტის მოკვლევა. 100%-იანი ამ ქვეყანაზე არაფერი არ არსებობს“.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Comments