top of page

მიღებული გადაწყვეტილება არ აისახება საქართველოში იმპორტირებული თურქული მედიკამენტის ფასზე.

31/07/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი


საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:


თურქეთის რესპუბლიკაში, მედიკამენტებისთვის ევრო/ლირის ფიქსირებული გაცვლითი კურსის გადახედვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ აისახება საქართველოში იმპორტირებული თურქული მედიკამენტის ფასზე.


საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ლარის კურსი, თურქულ ლირასთან მიმართებით, 2023 წლიდან 46%-ით არის გამყარებული. შესაბამისად, ლარის გამყარების ფონზე, თურქეთში გაძვირებული წამლები საქართველოში მედიკამენტების ფასზე გავლენას ვერ იქონიებს და ქართული კომპანიები, თურქულ ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტის შეძენას და იმპორტს ისევ დაბალ ფასად შეძლებენ.


თურქეთში მედიკამენტების ფასები 2022 წელს რამდენჯერმე დაკორექტირდა, თუმცა ლირასთან მიმართებით, ლარის კურსის გამყარების გამო, აღნიშნულ გადაწყვეტილებას, საქართველოში, თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის ღირებულებაზე გავლენა არ მოუხდენია.


თურქული ფარმაცევტული ბაზარი, საქართველოსთვის, 2022 წლის იანვარში გაიხსნა. შედეგად, მედიკამენტების ფასები 70-80%-ით გაიაფდა.


თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა, წლიურად, დაახლოებით, 200 მილიონ ლარამდე ზოგავს.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



8 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page