16/06/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე იუბილარია.
ბატონ გიორგი ფხაკაძეს დაბადების დღეს ვულოცავთ – ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და ბედნიერებას ვუსურვებთ.
გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას გულთბილი მილოცვებისთვის მადლობას უხდის.
„ძალიან დიდი მადლობა, რომ ამდენმა ადამიანმა მომილოცეთ. დილიდან გამაღვიძეს. მართლა მიხარია, ბევრ ადამიანს ვახსოვარ, დიდი მადლობა თქვენ, ყურადღებისა და ტკბილი სიტყვებისთვის.
ვიყოთ პოზიტიურად განწყობილები, რა არის ეს ცხოვრება – „იგულავეთ“ რა, დღეს რა იქნება არ იცი, ხვალ ხომ საერთოდ არ იცი, შეირგეთ თითოეული დღე.
დღეს დავბერდი, 47 წლის ვარ, არ მჯერა, მეც მიკვირს, ადრე მეგონა, 47 წლის კაცი - „აუ, ეს ვიღაც ბებერი არის“ და 47 წლის რომ გახდები, ძალიან უცნაური შეგრძნებაა.
რაც მინდოდა, ალბათ, ყველაფერს მივაღწიე, პროფესიონალური კუთხით...
ვფიქრობ, საკმაოდ წარმატებული ვარ, ბევრ დარგში ძალიან საინტერესო გამოცდილება მაქვს, ჩემს ასაკში რამდენჯერმე პენსიაზე წავედი და ისევ სამსახურში დამაბრუნეს, არ მაცლიან...
ვცდილობ, რეალისტი ვიყო და გავაკეთო ის, რაც შემიძლია. მიხარია, რომ ამ წლების მანძილზე ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე და საინტერესო ადამიანები გავიცანი.
მიხარია, რომ ამ ცხოვრებაში გამიმართლა, ბევრი რამ გავიარე, ჯოჯოხეთიც და არაჯოჯოხეთიც...“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.
გიორგი ფხაკაძე დაიბადა 1976 წლის 16 ივნისს.
ლინკი:
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comentarios