16 მაისი, 2022
#drpkhakadze აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე წერს: -„მართლა მიხარია, რომ კოლეგები უფრო აქტიურად საუბრობენ ახალ ჰეპატიტზე ბავშვებში. მე ამ საკითხზე დეტალური სტატია დავწერე 19 აპრილს და ვიდეოც არის: https://youtu.be/BciA3MwX5ic ასევე ერთი კვირის წინ დავდე დამატებითი სიახლეები ამ თემაზე: https://youtu.be/wkDxM9_GgfQ შემდეგ სიახლეებს ამ თემასთან დაკავშირებით დავდებ სამშაბათს….
ჯანმრთელობას გისურვებთ…“ #drpkhakadze @drpkhakadze Dr Giorgi Pkhakadze Профессор Гиорги Пхакадзе გიორგი ფხაკაძე YouTube-ზე
ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი „ომიკრონის“ გავრცელებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:
„ბოლო ხანებში დიდი ყურადღება ეთმობა ბავშვებში ახალი, გაურკვეველი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტის შემთხვევებს, რომლებიც დაფიქსირდა აშშ-ში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. შემთხვევათა რაოდენობა რამდენიმე ასეულს აღწევს. ასაკი 1-დან 16 წლამდე მერყეობს.“ ამის შესახებ მაია ბუწაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, შემთხვევათა 90%-ზე მეტს ჭირდება ჰოსპიტალიზაცია. 10%-ზე მეტ შემთხვევებში დაავადება მძიმედ მიმდინარეობს და საჭირო ხდება ღვიძლის გადანერგვა.
„სიმპტომები, ჩვეულებრივ, მწვავე ჰეპატიტისთვის დამახასიათებელია: კანის და თვალის სკლერების სიყვითლე, საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ სიმპტომები, ღვიძლის ფუნქციების მკვეთრი მომატება. ტემპერატურა, როგორც წესი, ნორმალურია. შემთხვევათა 90%-ზე მეტს ჭირდება ჰოსპიტალიზაცია. 10%-ზე მეტ შემთხვევებში დაავადება მძიმედ მიმდინარეობს და საჭირო ხდება ღვიძლის გადანერგვა. ნაწილი განკურნებით მთავრდება. ჰეპატიტის მქონე ბავშვებში არ დასტურდება აქამდე ცნობილი არც ერთი ჰეპატიტის ვირუსი (A,B,C,D,E). დიდ ნაწილში გამოვლინდა ადენოვირუსის ერთ-ერთი ტიპი (ტიპი 41), ხოლო გარკვეულ ნაწილს დაესვა კოვიდის დიაგნოზი, ან ჰქონდათ ახლად გადატანილი კოვიდი. ზოგიერთს ერთდროულად აღენიშნებოდა ადენოვირუსული ინფექცია და კოვიდი. არსებობს მოსაზრება, რომ ჰეპატიტის ეს ახალი ფორმა, შესაძლოა, ბავშვებში კოვიდის აქამდე ცნობილი ერთ-ერთი გართულების, მულტისისტემური ანთებითი სინდრომის (MIS-C) ერთ-ერთი გამოვლინება იყოს. მოკლედ, ჯერ-ჯერობით ამ შემთხვევებთან დაკავშირებით ბევრი რამ უცნობია. მშობლებს აფრთხილებენ, რომ ყურადღებით იყვნენ და არ გამორჩეთ ბავშვებში სიყვითლის გამოვლინება და ასეთის შემთხვევაში დროულად მიმართონ სამედიცინო დახმარებას“
---
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
---
ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvili
Comentarios