27 მაისი, 2022
#drpkhakadze აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს: -„მნიშვნელოვანი ფაქტები მაიმუნის ყვავილის შესახებ. წყარო: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & PH
მაიმუნის ყვავილით ადამიანის დაავადების პირველი შემთხვევა აღიწერა 1970 წელს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.“
მისი თქმით, მაიმუნის ყვავილი ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს უპირატესად გადაეცემა მღრნელებისა და პრიმატებისგან.
-„ადამიანებს შორის ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას.
მაიმუნის ყვავილით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.
ნატურალური ყვავილის საწინააღმეგო აცრა საკმაოდ ეფექტიანად იცავდა მაიმუნის ყვავილის ვირუსისგანაც
რა სიმტომები ახასიათებს მაიმუნის ყვავილს და როგორია მისი მკურნალობის გზები- გაეცანით ჩვენი გუნდის მიერ მომზადებულ სტატიას https://cutt.ly/MHZ3V0J“ - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.
---
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
---
ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvili
Comments