17/08/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი
ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით, საზოგადოებას მიმართავს.
„კორონავირუსის ახალ შტამი, EG.5 სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს და გამოიყენეთ პირბადე. ეს ვარიანტი უფრო მეტად გადამდები არის (სხვა შტამებთან შედარებით) და უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.
საქართველოში ეს ვარიანტი ზაფხულიდან არის და უკვე ყველა კოვიდ ინფიცირებულების 50%-ს შეადგენს.
ძირითადი სიმპტომები: ხველა, ყელის ტკივილი და საერთო სისუსტე ახასიათებს. კლინიკური მახასიათებლები „ომიკრონის“ სხვა შტამების მსგავსია.
არ ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა და აქვს ზოგადად ზემო სასუნთქი ინფექციების დამახასიათებელი ნიშნები: რამდენიმედღიანი ცხელება, ყელის ტკივილი, მშრალი ხველა და ცხვირიდან გამონადენი.
რისკის ჯგუფები: 70 წელს გადაცილებული ქრონიკული პაციენტები. მთავარია, საპანიკო არაფერია. თავს გაუფრთხილდით და მოიმარაგეთ პირბადეები“, - წერს ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе https://youtube.com/@drpkhakadze
Comments