top of page

„მწვანე პასპორტის“ ავტორებს კოვიდ-19 წითელა ჰგონიათ – გიორგი ფხაკაძე

01/12/2021


„გვექნება რეკომენდაცია, გადაიხედოს კორონავირუსის გადატანის შემდგომ უვადო მწვანე პასპორტის იდეა და იყოს შემცირებული 6 თვემდე“, – ივანე ჩხაიძის ამ განცხადებას ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ეხმაურება.

„სიტყვა-სიტყვით მიჯერებენ, ოღონდ მე ვმუშაობ და ხელფასს ეგენი იღებენ. ისე ჩანს, მუდმივი „მწვანე პასპორტის“ ავტორებს კოვიდ-19 წითელა ჰგონიათ. კოვიდი არ არის წითელი და არ არის სეზონური „გრიპი“.

არაერთხელ ვთქვი: ჯანდაცვის სისტემის მიერ არჩატარებული საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიაა, ეს არის დანაშაული. დღემდე ბევრს სჯერავ, რომ კოვიდ-19 დაავადების საწინააღმდეგო-პროფილაქტიკური ვაქცინები „ექსპერიმენტული“ (სამწუხაროდ, ჩემი კოლეგებიც არიან ამ ჩამინათვალში).

მოსახლეობა არ არის ვალდებული, ინფორმაცია მოიპოვოს, ხელისუფლების ვალდებულებაა მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია მარტივ და გასაგებ ენაზე. არაპროფესიონალიზმი კლავს“, – წერს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе





Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



3 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page