ნუ გამოიგონებთ ახალ სისტემას, არ გვაქვს მაგის თავი… „ფაიზერი“ ჩამოიტანეს და სისტემამ გაჭედა
14/07/2021

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ფეისბუქ-ლაივის მეშვეობით საუბრობს.
მისივე თქმით, აუცილებელია, რომ სხვა ქვეყნის მაგალითები გავითვალისწინოთ.
„არ მინდა თქვენი თანამდებობა. ონლაინაც შემიძლია დაგეხმაროთ. ჩვენ გვაქვს ჩინური ვაქცინა. მათ თავისი პლუსი და მინუსი აქვთ. მცირდება სიკვდილიანობა, მაგრამ დელტა ვირუსს ვერ აჩერებს.
შესაბამისად, რომ გაქვს ძლიერი ვაქცინები უნდა გადაანაწილო. ევროპა „ფაიზერზე“ და „მოდერნაზე“ გადავიდა. სხვა ქვეყნების გამოცდილება გადმოიტანეთ.
ჩამოიტანე ჩინური ვაქცინა და მოსახლეობას ტენი. მომავალი კვირიდან თუ „ქიუარკოდი“ არ გაქვს, საფრანგეთში მატარებელში ვერ ჩაჯდები.
რამდენი ინფიცირებული ადამიანი დაბოდიალობს თბილისში, ქუჩაში? წადი ლატვიაში, ესტონეთში, ჩვენი ძმაკაცები არიან. ჩვენი ძმები და დები არიან. უთხარი, გავიჭედე, მიშველე, დამეხმარე.
ნუ გამოიგონებთ ახალ სისტემას. არ გვაქვს მაგის თავი. ვერ უყურებთ? „ფაიზერი“ ჩამოიტანეს და სისტემამ გაჭედა. სანამ ფხაკაძემ არ ატეხა ამბავი „ფაიზერს“ წერილი არ გაუგზავნეს,“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil