top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

„ომიკორნის“ შესახებ გიორგი ფხაკაძე განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

13/12/2021

ნელ-ნელა გვაქვს მცირე და საინტერესო სიახლეები. ომიკორნი სავარაუდოდ 3-4-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, შესაბამისად უფრო ბევრი ადამიანი დაინფიცირდება მოკლე დროში, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ომიკორნით რეინფიცირების შანსი კოვიდ ინფიცირებულებში სავარაუდოდ 5-ჯერ უფრო მეტია ვიდრე ვაქცინირებულებში (სავარაუდოდ დელტას სტატისტიკას წაყვება) – შესაბამისად, ფაიზერით ან მოდერნათი 2-ჯერ ვაქცინირებულები უფრო დაცულები არიან. გახსოვდეთ ვაქცინა 100% დაცვას არ იძლევა. ასევე დადასტურდა 2-ჯერ ვაქცინირებულებში ინფიცირება (რატომ, ესე კიდევ უნდა დადგინდეს, მიზეზი შეიძლება იყის ვაქცინის ტიპი, ვაქცინაციის დრო-6 თვეზე მეტი გავიდა, ან კუდევ სხვა რუსკ ფაქტირები). გვახსოვდეს საკმაოდ მცირე ინფორმაცია გვაქვს ჯერჯერობით.

ბუსტერ დოზები არის დღესდღეობით პირველი რიგის “თავდაცვის” საშუალება. შესაბამისად, მე-3 დოზა ფაიზერის ან მოდერნას ვაქცინები უნდა იყოს პრიორიტეტული. სავარაუდოდ ბუსტერი გაზრდის დაცვას ომიკორნისგან. პირველადი მონაცემები სამხრეთ აფრიკიდან (ოპტიმისტური, მაგრამ მაინც უნდა დაველოდოთ 2-3 კვირა უფრო სრული სურათისთვის) აჩვენებს, რომ ომიკორნი სავარაუდოდ უფრო იოლ ფორმაშია, ვიდრე დელტა და ბეტა ვარიანტები. კოვიდ ვირუსი არსად წასულა. გაუფრთხილდით ერთმანეთს. გახსოვდეთ: აიცერით ფაიზერით ან მოდერნას ვაქცინით. ბუსტერ დოზები ფაიზერით ან მოდერნათი. არ გადადოთ. გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე. გაანიავეთ დახურული სივრცეები ყოველ 15-20 წუთში. დაიცავით დისტანცია (1 მეტრი მაინც). დაიბანეთ ხელები (საუკეთესოა, საპნით). იფიქრეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ, შეაჩეროთ ეს ვერაგი ვირუსი. აერიდეთ ყალბ ინფორმაციებს. ყალბი ინფორმაციის გავრცელება უდრის ვირუსის გავრცელებას იყავით პოზიტიურები და გახსოვდეთ, რომ ჩვენ ამ ვერაგ ვირუსს მხოლოდ ერთობლივი ძალებით თუ დავამარცხებთ. ყველაფერი გავაკეთოთ, რომ არ ჩავკეტოთ ქვეყანა. ვუთხრათ არა ლოკდაუნს და მოვარჯულოთ ეს ვირუსიყველაფერი არის ჩვენს ხელში. ყველაფერი იქნება კარგად. ჯანმრთელობას გისურვებთ,“- წერს გიორგი ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе





Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil





3 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page