top of page

„ომიკრონი დასასრულის დასაწყისია”, „პანდემია დამთავრდა”,- არავაქცინირებულებისთვის „ომიკრონი“ ...

9 აპრილი, 2022

#drpkhakadze აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს: „სამწუხაროდ, არავაქცინირებულებისთვის „ომიკრონი“ სასიკვდილოა, განსაკუთრებით – BA.2. ვარიანტი. ამის ნათელი მაგალითია აზიაში ომიკრონის დღევანდელი აფეთქება. ”ომიკრონი დასასრულის დასაწყისია”, “პანდემია დამთავრდა”,- განმცხადებლებო – არ დაიღალეთ სისულელეების ტირაჟირებით? რა დამთავრდა, სად დამთავრდა?! ის, რომ სტატისტიკა “დახატეთ”, თუ ის, მოსახლეობის 90% რომ კოვიდგადატანილია და ამ ადამიანების მინიმუმ 50% იტანჯება სხვადასხვა ტიპის პოსტკოვიდით?! ცრუ იმედების მიცემა და ამით რეიტინგებზე ნადირობა – დანაშაულია …. არაფერი არ დამთავრდა აიცერით პროტოკოლის მიხედვით ნორმალურ, დალაგებულ, არაკორუმპირებულ, ცივილიზებულ ქვეყნებში ფაიზერის ან მოდერნას მე-4 დოზაზე გადადიან. საქართველოში კი ჯერ კიდევ ჩინური ნაგავის პროპაგანდაში ფულს ყრიან… ჯანმრთელობა თქვენია, აიცერით 4-ჯერ, ვინც ხართ ცივილიზებულ, განვითარებულ ქვეყნებში და, საქართველოში ვინც ხართ, სამწუხაროდ, მარტო 3-ფაიზერის ვაქცინაა დაშვებული (მოდერნას ვაქცინა არ აღირსეს ქვეყანას, ჩინურ ნაგავში კი მილიონები გადაყარეს)…. აიცერით, დღევანდელი მოჩვენებითი “სიწყნარე” საშიშია. ივნის/ივლისი იქნება კოვიდის აფეთქება საქართველო ჯანმრთელობას გისურვებთ…“

გიორგი ფხაკაძე YouTube-ზე https://youtube.com/c/GiorgiPkhakadze

#drpkhakadze #კოვიდი გიორგი ფხაკაძე Dr Giorgi Pkhakadze Asia’s outbreaks show that Omicron is deadly in unvaccinated people Covid has never spread faster than in recent surges in Hong Kong and South Korea At its peak, Hong Kong’s daily excess-death rate was higher than London’s when covid first struck—a period with no vaccines https://www.economist.com/…/asias-outbreaks-show-that…


---


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD



---


ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvili





3 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page