„ომიკრონი“, „დელტასთან“ შედარებით, ბრონქებში 70-ჯერ სწრაფად ვრცელდება“ - გიორგი ფხაკაძე
- Giorgi Pkhakadze
- May 18, 2023
- 1 min read
15/12/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში „ომიკრონის“ შესახებ წერს.
მისი თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი ბრონქებში უფრო სწრაფად ვრცელდება და ეს, სავარაუდოდ, ადამიანებზე მისი მარტივად გადადების მთავარი მიზეზია.
„ყველაზე ბოლო სიახლეები კოვიდის „ომიკრონის“ ვარიანტის შესახებ:
კოვიდის „ომიკრონის“ ვარიანტი ვრცელდება ბრონქებში 70-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი.
შესაძლოა, ეს არის მიზეზი, თუ რატომ არის კოვიდის ომიკრონის ვარიანტი 10-ჯერ უფრო გადამდები, ვიდრე დელტა ვარიანტი“, - წერს გიორგი ფხაკაძე.
ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Commentaires