12/10/2022
„მარტო ანტისხეული არ არის გამოსავალი და ინდიკატორი, დაგემართება თუ არა კორონავირუსი“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, „ომიკრონი“ სავარაუდოდ, უკვე საქართველოშიც არის, რადგან ის პრაქტიკულად, მთელ ევროპაშია და საქართველო ევროპის ნაწილია.
„დეკემბერი არის საშინელი და პრაქტიკულად, ჩვენ არაფერს ვაკეთებთ, რომ შევაჩეროთ ეს ვირუსი. ომიკრონი, სავარაუდოდ, უკვე საქართველოშიც არის. უნდა ვიყოთ პრაგმატულები და მივხედოთ ჩვენს თავს. უნდა გადავიდეთ მაღალ ეფექტურ ვაქცინებზე“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.
ჯანდაცვის ექსპერტმა, ანტისხეულების ტესტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანტისხეული არ არის გამოსავალი და ეს არ არის ინდიკატორი, დაგემართება თუ არა კოვიდი.
„სხვათა შორის, საქართველოში ყველას უყვარს ტესტების გაკეთება და ვხედავ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ლაბორატორია მილიონობით ფულს აკეთებს სწორედ ამ ანტისხეულების ტესტებით. ანტისხეული ეს არის მხოლოდ ერთი მიმართულება.
იცით, როგორ არის? – მიდიხარ, იკეთებ ტესტს და მერე ყველაფერი კარგად არის. არადა, კოვიდი მარტო ანტისხეულებზე არ არის დამოკიდებული, კიდევ სხვა მექანიზმზეა საუბარი და ასევე, კვლევებშია საუბარი, რომ არ მინდა, არასამედიცინო ენა გამოვიყენო, მაგრამ არის კიდევ სხვა კონკურენტები და სხვა ტესტები, რომლებიც აჩვენებს, რომ შესაძლებელია, ანტისხეულები მაღალი იყოს, მაგრამ სხვა ინდიკატორები აჩვენებს, რომ პირიქით, ამ ადამიანს შეიძლება, დაემართოს კოვიდი.
შესაბამისად, მარტო ანტისხეული არ არის გამოსავალი და ეს არ არის ინდიკატორი, შენ დაგემართება თუ არ დაგემართება კოვიდი“, – აღნიშნავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი.
გიორგი ფხაკაძის თქმით, კოვიდპასპორტი მაქსიმუმ, 6-თვიანი უნდა იყოს.
„ყველაზე მაღალი დაცულობა ეს არის კოვიდის გადატანიდან 3-დან 6 თვემდე. მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადის, ეს დაცულობა მით უფრო იკარგება. რომ ვყოფილიყავი გადაწყვეტილების მიმღები და თუ მინდა, მართლა გავაჩერო ვირუსი მსოფლიოში, მე მაგალითად, მივიღებდი კოვიდის გადატანიდან სამ თვეს. რატომ?
იმიტომ, რომ ჩვენ ვიყოთ მაქსიმალურად დაცული. 100 ადამიანიდან შეიძლება, 70 ადამიანი სამი თვის შემდეგ იყოს დაცული, მაგრამ 30 ადამიანი შეიძლება, იყოს რისკის ქვეშ და ეს 30 ადამიანი გაავრცელებს ვირუსს“, – დასძენს ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments