top of page

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვისთვის ხარისხიან ჯანდაცვას უზრუნველყოფს

31/07/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები, მკურნალობას ისრაელში, ესპანეთში, თურქეთსა და საქართველოში სახელმწიფოს სრული დაფინანსებით შეძლებენ;


ჯანდაცვის სამინისტროს „სოლიდარობის ფონდსა“ და პარტნიორ კლინიკებს შორის ხელშეკრულებები გაფორმდა;


პროგრამის პარტნიორი კლინიკებია: თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრი“, ესპანეთის „ქირონ სალუდის სამედიცინო ცენტრი“ და ისრაელის „იხილოვის სამედიცინო ცენტრი“.


პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე - პროტონოთერაპიას, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე.


ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, სახელმწიფომ საფუძველი ჩაუყარა ისტორიულ პროექტს, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვისთვის ხარისხიან ჯანდაცვას უზრუნველყოფს.


„2022 წლის ბოლოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის, სასიცოცხლო მნიშვნელობის ჯანდაცვის სერვისების უზრუნველყოფის მიზნით, უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა - ბავშვებისთვის ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა მკაფიოდ აისახა სამთავრობო პოლიტიკასა და გრძელვადიან სტრატეგიაში, რაც გულისხმობს ქვეყნის ფარგლებში, უმოკლეს ვადებში, ხელმისაწვდომი გახდეს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების სრული სპექტრი.


ამისთვის, იგეგმება თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის მოწყობა, რისთვისაც ვთანამშრომლობთ მრავალწლიანი გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის მქონე საერთაშორისო პარტნიორებთან. დაწყებულია აქტიური მუშაობა გამოცდილი ექსპერტების რეკომენდაციით გადაიდგა უკვე ქმედითი ნაბიჯები, სახელმწიფოს ბაზაზე, მულტიპროფილური კლინიკის შესაქმნელად“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.


ჯანდაცვის სამინისტროს „სოლიდარობის ფონდსა“ და პარტნიორ კლინიკებს შორის ხელშეკრულებები დღეს გაფორმდა. პროექტის ფარგლებში, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები, მკურნალობას ისრაელში, ესპანეთში, თურქეთსა და საქართველოში სახელმწიფოს სრული დაფინანსებით შეძლებენ.


პროგრამის პარტნიორი კლინიკებია: თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრი“, ესპანეთის „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრი“ და „თელ-ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრი“.


პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე - პროტონოთერაპიას, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე.


ჯანდაცვის სამინისტროს „სოლიდარობის ფონდსა“ და პარტნიორ კლინიკებს შორის ხელშეკრულებები გაფორმდა

ლინკი:

https://www.accreditation.ge/post/%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94-%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



14 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page