top of page

ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა - ამ მიზნით კლინიკა"ინოვაში" "ვივო მედიქალ ჯგუფში" გაერთიანებული კლინიკები

Updated: Jul 13, 2023

10/07/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.


მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.


ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.


კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა ნებაყოფლობითია, თუმცა საყოველთაო პროგრამაში ჩართვისას ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება.


აკრედიტაციის ვადად 2025 წელია განსაზღვრული, პროცესი უკვე დაწყებულია და ამ ეტაპზე 13 კლინიკაა კანადური აკრედიტაციის პროგრამაში დარეგისტრირებული.


საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.


ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.


აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტმა, ექიმმა, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი ფხაკაძემ ვიდეოჩართვისას განაცხადა, რომ საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაცია Accreditation Canada-ს ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა.


„თანამედროვე კლინიკებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თანხვედრაში იყოს საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტებთან, მუდმივად ზრუნავდეს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და პაციენტებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.


ამ მიზნით კლინიკა"ინოვაში" "ვივო მედიქალ ჯგუფში" გაერთიანებული კლინიკების ("ინოვა", “ჟორდანიას კლინიკა“, “ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი“, “თბილისის ცენტრალური საავადმყოფო”, ”ინოვა ინვიტრო“) თანამშრომლებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაცია Accreditation Canada-ს ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა.


ტრენინგის მიზანი კომპანიის მრჩეველთა გუნდის მიერ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის საერთაშორისო სტანდარტების გაცნობა, გაანალიზება და სამუშაო პროცესში დანერგვა იყო.

ინტენსიური სამუშაო პროცესი 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც კლინიკები მიიღებენ Accreditation Canada-ს ხარისხის საერთაშორისო აკრედიტაციას.


"ინოვაში" ტრენინიგებს ატარებდნენ Accreditation Canada-ს საერთაშორისო გამოცდილების მქონე მრჩევლები - ალესანდრო ბურიანი და ფილიპო ჯილბერტი. ასევე, ტრენინგს ესწრებოდნენ Accreditation Canada-ს ადგილობრივ მრჩეველთა გუნდი გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით.


Accreditation Canada-ს 40-მდე ქვეყანაში მუშაობის 60 წლიანი გამოცდილება აქვს; მათ მიერ აკრედიტებულია მსოფლიოს 12000 სამედიცინო დაწესებულება“ - ამბობს გიორგი ფხაკაძე.



კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანომ, "ვივო მედიქალ ჯგუფში" გაერთიანებულ სამედიცინო ცენტრებთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%90-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98



საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.



მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები - ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



129 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page