top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

პირადად მინისტრ ტიკარაძეს დიდი მადლობა, თუ ხართ მაგრები, აღიარეთ, რომ ეს საქმე კარგად კეთდება

21/05/2021

პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძღვანელი, გიორგი ფხაკაძე:


„ბევრი კარგი სიახლეა – ბოლო პერიოდში დაკავებული ვიყავი, ძალიან კარგი სტუდენტები მყავს, რაღაცას ვამზადებთ, მალე ამის თაობაზე ვიდეოს დავდებ, იმედია, მოგეწონებათ;


„საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივის“ ფარგლებში მომავალ კვირას საინტერესო შედეგებს გამოვაცხადებ. ვიწყებთ ჯანდაცვის რეფორმას. ნელ-ნელა წინ მივდივართ;


რაც შეეხება ვაქცინაციას, ზოგიერთი ჩემი კოლეგას და ე.წ. ექსპერტებს მივმართავ, არ გინდათ ფხაკაძეზე ნეგატიური ინფორმაციების გავრცელება. ექიმებს და სამედიცინო პერსონალს მოუწოდოთ, ფხაკაძეს არ დაუჯეროთ, სისულელეებს ლაპარაკობსო, – სასაცილო და ფუჭი ქმედებაა, ამით საკუთარ თავს აყენებთ შეურაცხყოფას.


მე მხოლოდ ერთი თანამდებობის პირზე ვთქვი კატეგორიულად მკაცრად, რადგანაც მართლა იყო სათქმელი, დანარჩენებზე არაფერს ვამბობ, კოლეგები ვართ და ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ. საზოგადოებას ყოველთვის ვაწვდი იმ ინფორმაციას, რაც იმ დროისთვის არის უახლესი და რელევანტური.


ნუ ჩაიყენებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში. გარკვეული პერიოდის (ზოგჯერ 2 კვირის) შემდეგ ფხაკაძის ნათქვამი მართლდება. რამდენი მაგალითი გაგახსენოთ?!


მე რომ პირველმა დავიწყე სამედიცინო პირბადის პროპაგანდა, მაშინ ზოგიერთები დოლბანდის პირბადეს არეკლამებდნენ. გითხარით, რომ მეორე ტალღა სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყებოდა, მესამე კი აპრილში. ასევე ახდა, რომ ზამთარში საქართველოში ვაქცინაცია ვერ დაიწყებოდა. გეუბნებით, რომ მეოთხე ტალღა სექტემბერ-ოქტომბერში იქნება. სიმართლე ჩემი ბრალია?!


შესაშინებლად კი არა, იმიტომ ვამბობ, რომ ადამიანები მოემზადონ. რეინფიცირებაზე რომ დავიწყე ლაპარაკი, ზოგიერთი კოლეგა დამესია. აღმოჩნდა, მართალი ვყოფილვარ. ვამბობდი, 5-6 თვის შემდეგ ვაქცინის მესამე დოზაა გასაკეთებელი-თქო. დამესივნენ, ახლა კი ბატონი ფაუჩი იმავეს ამბობს. კორონავირუსით ინფიცირებისას სპერმის პრობლემებზე რომ ავლაპარაკდი, გამლანძღეს, მაგრამ სიმართლე აღმოჩნდა!


კარგი ვაქცინა არის „ფაიზერი“. მე მინდა, საქართველოში იყოს „ფაიზერი“. წერტილი! რაც ჩემზეა დამოკიდებული და რაც არ არის, ყველაფერი კეთდება, რომ საქართველოში იყოს „ფაიზერის“ ვაქცინა. დეტალებს ვერ მოგიყვებით.


მე მივესალმები ჩვენი პრემიერის და ჯანდაცვის მინისტრის ძალისხმევას. სხვათა შორის, ქალბატონმა ტიკარაძემ ძალიან აქტიურად იმუშავა, რომ საქართველოში „ფაიზერის“ მილიონი დოზაზე მეტი ჩამოვიდეს.


კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს ჯანდაცვის მინისტრს, რომელმაც პრაქტიკულად ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. მადლობა ასევე ყველას, ვინვც მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. იმედია, ბოლო წუთს რაიმე არ ჩაიშლება და მილიონზე მეტი დოზა ჩამოვა დაახლოებით 2 თვეში.


მანამდე ჩამოტანილი „გოგლი-მოგლი“ ჩამომტანების სინდისზე იყოს (არასწორად შევსებული ფორმები, არასწორი მოლაპარაკებები და ა.შ.), ეს ვითომ „ექსპერტები“ და ვითომ „ყველაფერშჩიკები“ რომ აპიარებდნენ. ყველაფერი „ვითომ“. დავიღალეთ.


ვამბობ სიმართლეს, არ მაინტერესებს, ჩემზე რას იტყვით. როცა ვინმე კარგ საქმეს აკეთებს, ვიტყვი, რომ კარგია. რაც მე ჯანდაცვის სამინისტრო და მმართველი პარტია მილანძღია, როცა საჭირო იყო, მაგრამ ახლა ვამბობ, რომ კარგი საქმე გააკეთეს.


არ ვიცი, რა იქნება ხვალ, მაგრამ დღეს „ფაიზერი“ არის მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინა.

ეს „ლაივი“ არის ჩემი მეგობრებისთვის და მე მინდა, ჩემი მეგობრები იყვნენ უსაფრთხოდ, კარგად და ჯანმრთელად! ვინმეს არ მოგწონთ?! ღმერთმა დამიფაროს, ყველასთვის ვიყო „კარგი ბიჭი“. თუ მე ყველასთვის კარგი ვარ, ე.ი. მაგარი „დამპალი“ ტიპი ვარ.


ყველასთვის კარგი ვერ იქნები, მაგრამ ჩვენი ქვეყანა პატარაა, იმდენი პრობლემა გვაქვს და ამ დროს მილიონები წყალში გადაყარეს. იქ კორუფცია, იქ უსარგებლო სიპები და ა.შ. გადადეთ ეს 200 მლნ, იყიდეთ რა ვიცი ვაქცინა და მორჩება!


კოვიდი ვერაგია, პოსტკოვიდური მდგომარეობა ქვეყანაში რთულია. მოსახლეობის 30%-ზე მეტი ინფიცირებულია. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ათი ათასობით ადამიანს უკვე აქვს პოსტკოვიდური პრობლემები.


მეც ვიკეთებ ფაიზერს 14 ივნისს მინდა, დამთავრდეს ეს პანდემია, ამუშავდეს ბიზნესი, დავიწყოთ აქტიური ცხოვრება, მაგრამ ეს შეუძლებელი იქნება, თუ ჩვენ დავიწყეთ „გოგლი-მოგლი“ ვაქცინების გაკეთება. არ გვაქვს ფუფუნება, გოგლი-მოგლი გავიკეთოთ.

მე მგონი, პანდემიამ ძალიან კარგად დაანახა საზოგადოებას, ვინ ვინ არის.


საქართველოში განსაკუთრებით, ადამიანური ურთიერთობებია მთავარი. აი, მე რომ მკითხო, ეს „ქართულ-ჯიგრული პონტი“ დამახინჯებულია, თორემ თავისი არსით კარგი რამეა. კარგია, რომ ქართველები ერთმანეთს ვეხმარებით, ერთმანეთი გაგვაქვს,…ესაა ჩვენი განსხვავებულობა. მოვეფეროთ ერთმანეთს და გადავატანინოთ ეს მძიმე დრო.


მიდგომა, რომ „ოღონდ რაიმე ვაქცინა გავაკეთოთ, არასწორია. „ოღონდ“ არ შველის, გასათვალისწინებელია ქართული მენტალობა. ქართველებს რომ ვეუბნები, დაინფიცირების შემდეგ 14 არ გახვიდე და კიდევ 10 დღე მოერიდე ხალხს, რას აკეთებს ქართველი მე-14 დღის საღამოს? შლის პურმარილს და მეგობრებთან ქეიფობს, კოვიდი გადავიტანეო, ასე ავრცელებს ვირუსს.


იგივეა ამ ვაქცინებთან მიმართებით. რომ იძახიან, ნებისმიერი ვაქცინა გავაკეთოთო. ქართველი რომ იმ „გოგლი-მოგლი“ ვაქცინის ერთ დოზას გაიკეთებს, უპირბადოდ ქეიფს და „ნაშებში“ სიარულს დაიწყებს, ვაქცინირებული ვარო. უნდა გავითვალისწინოთ ქართული მენტალიტეტი. უნდა ჩამოიტანო ისეთი „რკინა-ბეტონის“ ვაქცინა, რომელიც მართლა იმუშავებს.


შევთანხმდეთ, ფხაკაძე არ იყიდება. პოლიტიკაში ვერ ჩამითრევთ, თანამდებობა არ მაინტერესებს…ვაკეთებ აკრედიტაციას, ვასწავლი სტუდენტებს. საფრანგეთიდან უფრო მეტს ვაკეთებ საქართველოსთვის, ვიდრე საქართველოში ბევრი.


საქართველოში ყველას ექსპერტს არქმევენ. ფხაკაძეს ვინ უწოდა ექსპერტი? გაეროს გენერალურმა მდივანმა ჯანდაცვის სფეროს მსოფლიოს 10 საუკეთესო ექსპერტთა შორის გიორგი ფხაკაძე საკუთარ მრჩევლად დანიშნა. გარდა ამისა, ევროკავშირში მქირაობენ, როგორც ძალიან მაღალანაზღაურებად ექსპერტს ჯანდაცვის სფეროში. აღარაფერს ვამბობს აშშ-ზე, უკრაინაზე, პოლონეთის სამეცნიერო საბჭოს წევრი ვარ, “Erasmus+” ექსპერტი ვარ…


მეგობრებო, არ გვინდა ჩხუბი, ქართველები ვართ, ქართულ-ჯიგრულ „პონტში“ შევუწყოთ ერთმანეთს ხელი, რა გვაქვს გასაყოფი. განსაკუთრებით ამ რთულ დროს. გავიტანოთ ერთმანეთი და წავიდეთ წინ!


კიდევ ერთხელ – პირადად მინისტრ ტიკარაძეს დიდი მადლობა. ახლა პოლიტიკურად ანგაჟირებული ტიპები ამის თქმის გამო დაწერენ რაღაცას ჩემზე. თუ ხართ მაგრები, აღიარეთ, რომ ეს საქმე კარგად კეთდება.


რაც კარგია, ვაღიაროთ. მაგალითად, ჩვენმა პრეზიდენტმა, ჩემი არ იყოს, არ იცის კარგად ქართული, მაგრამ ნამდვილი პოლიტიკოსია, გახსოვთ, რომ ვამბობდი, თამამდებობის პირები საჯაროდ უნდა აიცრან-თქო?! გამლანძღეს, დედაც მაგინეს.


ქალბატონი პრეზიდენტი ერთადერთი პოლიტიკოსი იყო, ვინც ვაცინაციის პროცესში სწორად მოიქცა და საჯაროდ პირველი აიცრა. თან ისე დიპლომატიურად იხუმრა, დაბადების დღე მაქვს და დალევა თუ შეიძლებაო. ამით ხალხს ირიბად მიაწოდა ინფორმაცია, რომ ალკოჰოლის მიღება აცრისას არ შეიძლება.


ამ თვის ბოლოს ვირუსის ტალღა ქვევით წავა. კარგი ზაფხული იქნება, დაისვენეთ, რუჯი ზომიერად მიიღეთ, მიირთვით ნატურალური პროდუქტები, მოემზადეთ სექტემბერ-ოქტომბრისთვის. ამასობაში იქნება კარგი ვაქცინა.


მაგრამ ეს ვაქცინაცია სექტემბრის ტალღაც მაინც ვერ აგვაცილებს. სექტემბრის ტალღას რომ ავცდენოდით, ამისთვის საჭირო იყო, ახლა უკვე დამთავრდებული გვქონოდა ვაქცინაცია. მეოთხე ტალღა სექტემბერ-ოქტომბერში გვექნება, მერე ვაქცინაცია დაგვეწევა და მეხუთე ტალღა არ გვექნება.


ამასობაში აშშ და ევროპა დაგვეხმარება ვაქცინების კუთხით, ჩვენი კი ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ, ნაგავი ვაქცინა არ შემოვიტანოთ, 300 არაგველებივით მტკიცედ უნდა ვიდგეთ მოთხოვნით – „მარტო კარგი ვაქცინა“

არ დაგავიწყდეთ სამედიცინო პირბადე, ხელების დაბანა, სუფთა ჰაერი, 2-მეტრიანი დისტანცია. თუ ვინმეს ჩაეხუტებით, იმ ადამიანს მთელი ცხოვრება უნდა ჩაეხუტოთ. ან ვინც აიცრება „ფაიზერის“ ორივე დოზით, მეორე დოზიდან 2 კვირის შემდეგ თავისუფლად შეძლებს პირბადის გარეშე სიარულს. სხვა ვაქცინებთან მიმართებით მე ამ რეკომენდაციას ვერავის გავუწევ!


ყველაფერი იქნება კარგად! აჩუქეთ სიკეთე სხვას! ყველაფერი შესაძლებელია! სიკეთეს ვერ იყიდი, ან გაქვს, ან არა, ეს ჩანს და ადამიანები ამას ხედავენ!


ჯანმრთელობას გისურვებთ!“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



2 views0 comments

Kommentare


Post: Blog2_Post
bottom of page