top of page

პირბადის მოხსნას აფეთქება მოჰყვება - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მეოთხე ტალღა აგვისტოში იყოს

Updated: May 1, 2023

22/06/2021


მაშინ როცა ქვეყანაში მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაქცინირებული არაა, რა შეიძლება მოჰყვეს, შეზღუდვების შემსუბუქებას – ამ კითხვით „ფორტუნამ“ პროფესორს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტს, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველს, გიორგი ფხაკაძეს მიმართა.


ამას ჰქვია არაპროფესიონალიზმი. მოხსნეს პირბადები მაშინ, როცა მოხსნა არ შეიძლებოდა.

პირბადის მოხსნა მაშინ, როდესაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აცრილი არ არის ამას მოჰყვება აფეთქება ჩემი კალკულაციით და არამარტო ჩემი კალკულაციით.

ჩემი მეგობრები არიან მსოფლიო დონის ექსპერტები. ყველა ჩემს მეგობარს ვთხოვე, ერთად გავაკეთოთ საქართველოს კალკულაცია-მეთქი. ყველა მანიშნებელი იყო იმის, რომ, საქართველოში მეოთხე ტალღა უნდა ყოფილიყო სექტემბრის შუა რიცხვებში, მაგრამ ჩვენი მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ მეოთხე ტალღა დაიწყოს აგვისტოში.


საქართველოში შეზღუდვა არ არსებობს. თავს ნუ მოვიტყუებთ, როგორც კი მოვიდა ახალი პრემიერ-მინისტრი, მან მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს არც მედიცინასთან და არც მეცნიერებასთან.


ინდური შტამი საქართველოში დომინანტური იქნება აგვისტოს ბოლომდე. აგერ ხართ თქვენ, აგერ ვარ მე და აგერ არის ინდური შტამი.

ჯანდაცვის სამინისტროში ყველა არაპროფესიონალი პენსიაზე უნდა იყოს გაშვებული და უნდა გაშვებულიყო სახლში. საკოორდინაციო საბჭოს გადახედეთ, ვინაა იქ და რა უნდა იმ ხალხს საკოორდინაციო საბჭოში.

მარტო პირბადე ხომ არაა გამოსავალი. გადახედეთ მრუდს ეპიდვითარების. როგორ შეიძლება, პიკი იყოს და ამდენი ხანი ვერ ჩავაქროთ. იმიტომ რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ვირუსი გავრცელდეს ქვეყანაში.

როდესაც 50 გრადუსი სიცხეა, ლოგიკურია, რომ პირბადის ტარებას დააძალებ ადამიანს, დაიხრჩობა. შენ ხომ უნდა გათვალო, რომ სანამ ასეთი სიცხე იქნება, მანამდე მოაგვარო ეპიდვითარება. გამოსავალი იყო ვაქცინაცია, მაგრამ სადაა ვაქცინა?



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



2 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page